დღის თემა
etaloni.ge
საბავშვო ბაღებისთვის ახალ წიგნებს ყიდულობენ - პირველი სიტყვები, პირველი რიცხვები, თავსატეხები...
14.07.2023

ბათუმის საბავშვო ბაღების გაერთიანებამ ახალი სასწავლო-სააღმზრდელო წლისთვის მომზადება უკვე დაიწყო.

სექტემბერში, ბათუმში მდებარე სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებებში, პატარებს ახალი წიგნები დახვდებათ.

გაერთიანება საბავშვო ბაღებისთვის შეისყიდის:

  1. „ჩემი პირველი სიტყვები“ 0 წლიდან, სქელი მუყაოს ყდით - 31 ცალი;
  2. „ჩემი პირველი სიტყვები“ 3 წლიდან, სქელი მუყაოს ყდით - 23 ცალი;
  3. ხმოვანი წიგნი - „რწყილი და ჭიანჭველა“, სქელი მუყაოს ყდით - ცალი;
  4. „ჩემი პრველი რიცხვები“ - 24 ცალი;
  5. „100 თავსატეხი“ 3 წლიდან - 24 ცალი;
  6. „კომბლე“ - ხმოვანი წიგნი, სქელი მუყაოს ყდით - 41 ცალი;
  7. „ისწავლე სიტყვები - ცხოველები“, სქელი მუყაოს ყდით - 35 ცალი;
  8. ჩემი საყვარელი ზღაპრები - „პინოკიო“ სქელი მუყაოს ყდით - 29 ცალი;
  9. ვიკითხოთ ერთად - „ზღაპრები ყველაზე პატარებისთვის“ - 29 ცალი;
  10. საბავშვო ბიბლიოთეკა - „მეც მინდა სკოლაში“ 3 წლის ასაკიდან, სქელი მუყაოს ყდით - 29 ცალი;
  11. „ტოპო-ტიპი და მეგობრები“ სქელი მუყაოს ყდით -29 ცალი;
  12. „სახლი ტყის პირას“ სქელი მუყაოს ყდით - 29 ცალი;
  13. ზღაპარი - „კონკია“, სქელი მუყაოს ყდით - 26 ცალი;
  14. „ალადინის ჯადოსნური ზღაპარი“ სქელი მუყაოს ყდით - 26 ცალი;
  15. მოემზადე სკოლისათვის - „ცხოველები და მათი შვილები“ - 26 ცალი;
  16. ჩვენი ბაღი - „საბავშვო ლექსები“ სქელი მუყაოს ყდით - 26 ცალი;
  17. ანბანი და ციფრები 230992 - 22 ცალი;

ბათუმის საბავშვო ბაღების გაერთიანება წიგნებში 9 306 ლარს გადაიხდის.

ბათუმში სულ 34 მუნიციპალური საბავშვო ბაღია. იმ აღსაზრდელებს, ვინც საბავშვო ბაღი მიმდინარე წელს დაამთავრა და სექტემბერში სკოლის კარს შეაღებს, ქალაქის მთავრობამ, საჩუქრად ინოვაციური წიგნი-რვეული, „პირველკლასელთა აკადემია“, გადასცა.

იხილეთ ასევე:

 საბავშვო ბაღების დიდი ღონისძიება და საჩუქარი მერიისგან აღსაზრდელებს

რის ცოდნას სთხოვენ აღმზრდელებს ბაღში დასასაქმებლად - „როგორ დავაკვირდეთ ადრეული ასაკის ბავშვებს შეფასებისა და კურიკულუმის დაგეგმვისთვის“

დღის თემა
etaloni.ge
სკოლამდელი განათლება
რჩევები
საბავშვო ბაღი
პერსონა
ბებია-ბაბუები
ხელმარჯვეთა კლუბი