დღის თემა
etaloni.ge
ნაძვის ხის სათამაშოები ქართველმა კაცმა გამოიგონა - მანამდე ნაძვის ხეზე ალმოკიდებულ სანთლებს ამაგრებდნენ
09.12.2022

ნაძვის ხის სათამაშოებით მორთვა, რომელიც დღეს მთელს მსოფლიოში ტრენდულია, ქართველი კაცის, გიორგი კობახიძის დამსახურებაა.

რაჭველი გიორგი კობახიძე ძმასთან ერთად ბორჯომში, მინის ქარხანაში მუშაობდა. მერე, თავის სოფელში, თხმორში სკოლა და აფთიაქი აშენა, სურდა საქართველოში აეშენებინა მინის ქარხანა, თუმცა, ბოლშევიკებმა მისი დაჭერა გადაწყვიტეს, ამიტომ ის იძულებული გახდა დაეტოვებინა ქვეყანა. ამერიკაში ჩასულმა სახელი და გვარიც შეიცვალა და ჯორჯ კობი დაირქვა.

ითვლება, რომ ის პირველი ქართველი მილიონერია აშშ-ში. მისი ორი ყველაზე მნიშვნელოვანი გამოგონებაა წყალგაუმტარი ბეტონის და სუპერ მყარი შუშის ბლოკი, რის შემდეგაც ნაძვის ხის პირველი ელექტრო ნათურები გამოიგონა.

ნაძვის ხის მინის სათამაშოების გამოშვება მან 1940-იან წლებში დაიწყო.  მანამდე ის ამზადებდა სამედიცინო დანიშნულების ამპულებს, კოლბებს ლაბორატორიებისთვის.

ჯორჯ კობიმ ნაძვის ხის მინის სათამაშოებამდე ელექტრო სანთლები გამოუშვა, რომელშიც სპეციალურ ქიმიურ სითხეს ასხამდა. როდესაც სანთლები ელექტროსადენში ირთვებოდა, სანთლებში შიგნით ფერადი ბუშტები წარმოიშვებოდა და ულამაზესი სანახავი იყო. ელექტრო სანთლები ყველაზე მნიშვნელოვანი გამოგონება იყო, რადგან მანამდე ნაძვის ხეზე ჩვეულებრივ, ალმოკიდებულ სანთლებს ამაგრებდნენ და ხანძრის გამოწვევის საფრთხეს ქმნიდა, ან იწვევდა.

გრიგოლ კობახიძე ამერიკის უმდიდრეს ადამიანთა ათეულში ზედიზედ რამდენჯერმეც კი მოხვდა, რაც იმხანად დიდი სენსაცია იყო.

1967 წელს გრიგოლ კობახიძე 84 წლის ასაკში გარდაიცვალა.

იხილეთ ასევე:

პირველი საბავშვო ბაღი თბილისში, სადაც სათამაშოები მთელი ქვეყნის ბაღებისათვის მზადდებოდა

დღის თემა
etaloni.ge
სკოლამდელი განათლება
რჩევები
საბავშვო ბაღი
პერსონა
ბებია-ბაბუები
ხელმარჯვეთა კლუბი