დღის თემა
etaloni.ge
ბაღში სიარული სავალდებულოა მხოლოდ შშმ ბავშვებისათვის - სკოლამდელი განათლება თურქეთში
26.09.2023

ადრეული განათლების კურიკულუმები და მათი განვითარების ასპექტები სხვადასხვა ქვეყნებში ერთმანეთისგან განსხვავებულია.

ამჯერად თურქეთში არსებულ სკოლამდელი აღზრდა-განათლების სისტემაზე გიამბობთ.

თურქეთში მუშაობს როგორც კერძო, ასევე საჯარო საბავშვო ბაღები. საჯარო ბაღებიც ფასიანია - თვეში 100 ლირამდე, რაც დაახლოებით 10 ლარია, კერძო ბაღები კი - 2 000 თურქული ლირიდან, დაახლოებით 200 ლარიდან იწყება. გაცილებით ძვირი ღირს მონტესორისა და რეჯიოს სისტემით მომუშავე ბაღები.

თურქეთში საბავშვო ბაღების საქმიანობა დარეგულირებულია კანონით კერძო სასწავლებლების შესახებ, რომელიც 1965 წლის 8 ივნისს მიიღეს. სკოლამდელი განათლების პროგრამების ფასიანი ფორმები პირველად 1953 წელს შემოვიდა.

თურქული საბავშვო ბაღის თანამშრომლები ძირითადად არიან პედაგოგები, რომლებსაც აუცილებლად აქვთ დამთავრებული უმაღლესი სასწავლებელი ბავშვის განვითარების ან სკოლამდელი განათლების სპეციალობით.

საბავშვო ორგანიზაციების მიზანი და მუშაობის მიმართულებები

თანამედროვე სკოლამდელი განათლების პროგრამა, რომელსაც ახორციელებს თურქეთის სახელმწიფო და კერძო საბავშვო ბაღები, მიმართულია ბავშვების სასკოლო მზაობისკენ. იქ ბავშვებს სიარული 7 წლამდე შეუძლიათ. 7 წელი სკოლაში შესვლის ასაკია.

თურქეთში სკოლამდელი განათლება სავალდებულო არ არის. ამავდროულად, ის სავალდებულოა ფიზიკური და ფსიქიკური შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვებისათვის. ყველა ასეთ ბავშვს აქვს ინდივიდუალური სასწავლო-სააღმზრდელო გეგმა. ამავე დროს, მშობლები მუშაობენ მასწავლებლებთან ბავშვის განვითარების ყოველ ეტაპზე.

საგანმანათლებლო და სასწავლო პროგრამები თურქულ სკოლამდელ დაწესებულებებში საკმაოდ მრავალფეროვანია და მდიდარია შინაარსით. გარდა ამისა, დიდ ყურადღება ეთმობა მუსიკის, წიგნიერებისა და კითხვის გაკვეთილებს, ბავშვების თამაშს, ვიზიტებს თეატრსა და კინოში, კოსტუმირებული ღონისძიებებისა და თემატური საღამოების ჩატარებას. თუმცა თურქეთის თანამედროვე საბავშვო ბაღების პროგრამებში არ შედის კონკრეტული საგნების სწავლება.

სხვადასხვა სკოლამდელი დაწესებულებების პროგრამები ერთმანეთისაგან გასხვავდებიან. წარმოდგენილია ჯგუფები სრული დღით და ასევე ჯგუფები არასრული დღით, პრაქტიკაშია შემოსული საათობრივი მეცადინეობები და თამაშები. მთელ რიგ დაწესებულებებში გათვალისწინებულია დედისა და შვილის ერთობლივი ყოფნა.

სკოლამდელი ასაკის ბავშვების განათლების გაუმჯობესებისათვის ერთ-ერთი მიზანია ხელმოკლე ოჯახების ბავშვებისათვის ხელშემწყობი სასწავლო გარემოს შექმნა. ამ მიზნის განხორციელების ფარგლებში პროვინციებში, სადაც არასაკმარისი რაოდენობის სახელმწიფო ბაღებია, პრიორიტეტი ენიჭება ღარიბი და დაუცველი ოჯახის შვილებს.

სახელმწიფო ბაღებში ბავშვებს 3 წლიდან იღებენ და არ აძინებენ, არც აქვთ საძინებლები. 2 წლიდან პატარას მიყვანა მხოლოდ კერძო ბაღშია შესაძლებელი, სადაც მათი დაძინებაც დაშვებულია. ბაღებში ასევე არ არსებობს სპეციალურად შემუშავებული საბავშვო მენიუ.

მოსაზრება, რომ  საბავშვო ბაღი ბავშვის განათლებაში პირველი და უმნიშვნელოვანესი ეტაპია, თურქეთში არ აღიარებენ და პატარას იქ მიყვანა ძირითადად დამოკიდებულია იმაზე, არის თუ არა დედა დასაქმებული. თუ დედა დიასახლისია, მაშინ საშუალო და დაბალი ფენის ოჯახებში  ბავშვის ბაღში გაგზავნის საკითხი არ დგას.

იხილეთ ასევე:

რას ითვალისწინებს კურიკულუმის დაგეგმვა, განხორციელება, შეფასება და განვითარება - კითხვარში გაწერილი დეტალები

რა შემთხვევაში აქვს აღმზრდელს უფლება ბავშვი ბაღის გარეთ გაიყვანოს

დღის თემა
etaloni.ge
სკოლამდელი განათლება
რჩევები
საბავშვო ბაღი
პერსონა
ბებია-ბაბუები
ხელმარჯვეთა კლუბი