დღის თემა
etaloni.ge
რა შემთხვევაში აქვს აღმზრდელს უფლება ბავშვი ბაღის გარეთ გაიყვანოს
25.09.2023

„როდესაც ბაღს კონკრეტული აქტივობებისთვის რომელიმე ღონისძიებაზე ბავშვები გაჰყავს ბაღის გარეთ, ეს იქნება ექსკურსია თუ ვიზიტი რომელიმე სხვა ტერიტორიაზე და ა.შ., ამ შემთხვევაშიც, აუცილებელია ყველა ბავშვის მშობლის ან კანონიერი წარმომადგენლის წერილობითი ნებართვა გქონდეთ“, - თქვა ბაღის თანამშრომლებთან საუბრისას სკოლამდელი აღზრდისა და განათლების ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის ხელმძღვანელმა, ნინო ხითარიშვილმა.

განათლების სამინისტროს წარმომადგენლის განმარტებით, აღმზრდელმა, თავდაპირველად, მშობელთან უნდა შეათანხმოს საკითხი, რომ წლის განმავლობაში ექნებათ აქტივობები და ბაღის გარეთაც გავლენ.

„თუ მშობელი თანახმაა, ამ აქტივობებში ბავშვი ჩართოთ და ბაღიდან გაიყვანოთ, ეს უნდა დააფიქსიროთ წერილობით. ყოველი ასეთი აქტივობის დაგეგმვის ან განხორციელებისას, მშობელმა უნდა იცოდეს, რომ ამ დღეს მისი ბავშვი ბაღის გარეთ გადის. ამ ჯერზე წერილობითი შეთანხმება არ სჭირდება, ზეპირი ინფორმირება საკმარისია, რომ ამ საათიდან ამ საათამდე მისი ბავშვი ბაღში არ იქნება“, - განმარტავს სპეციალისტი.

იხილეთ ასევე:

„მშობელს დააკისრეთ ვალდებულება, რომ თუ ის აზრს შეიცვლის, გაცნობოთ“ - სკოლამდელი განათლების სპეციალისტი ბაღის თანამშრომლებს

დაისჯება თუ არა ბაღი, თუ მშობელთან კომუნიკაცია ვერ დაამყარა - სპეციალისტის განმარტება

დღის თემა
etaloni.ge
სკოლამდელი განათლება
რჩევები
საბავშვო ბაღი
პერსონა
ბებია-ბაბუები
ხელმარჯვეთა კლუბი