დღის თემა
etaloni.ge
ამის შემდეგ თქვენი პატარა აზროვნებას დაიწყებს და თავადაც მოგაწვდით სხვადასხვა იდეებს - სწავლა მხიარული მეთოდით
19.09.2023

რამდენი „ვ“ ასოა „ვარსკვლავში“ და რამდენი სხვა რამ შეგვიძლია დავასახელოთ ამ ლამაზი სიტყვიდან? ამისათვის ქვემოთ მოცემულ ვიდეოგაკვეთილს უნდა უყუროთ, რომელშიც ბაბუა, სოციალურ მეცნიერებათა დოქტორი, გოჩა ტყეშელაშვილი, საკუთარ შვილიშვილს, ალექსანდრე კახიანს ანბანს, რიცხვებსა და აზროვნებას საკუთარი ავტორობით გამოშვებული წიგნი-რვეულის, „პირველკლასელთა აკადემიის“ მიხედვით ასწავლის.

იმისათვის, რომ თქვენს პირველკლასელ შვილს ან შვილიშვილს მსგავსი გაკვეთილი ჩაუტაროთ, დახატეთ ასოები, გააფერადეთ მათთან ერთად, გამოჭერით, შეადგინეთ რომელიმე გრძელი სიტყვა და დაამაგრეთ ისე, როგორც ვიდეოშია ნაჩვენები. შეეცადეთ, გრძელი სიტყვის შემადგენელი ასოებიდან ბავშვმა რამდენიმე სხვა სიტყვა გამოიყვანოს.

დაგვერწმუნეთ, ეს მეთოდი პატარას გონების გახსნისთვის საუკეთესო საშუალებაა. მალე დაინახავთ, რომ ის მშვენივრად დაიწყებს აზროვნებას და თავადაც მოგაწვდით სხვადასხვა იდეებს.

„ეტალონისა“ და „სკოლამდელების“ დამფუძნებელმა, გოჩა ტყეშელაშვილმა საკუთარი და სხვათა შვილიშვილებისთვის პირველკლასელთა გზამკვლევი მაშინ შექმნა, როდესაც ალექსანდრე პირველ კლასში იყო, მაგრამ კოვიდპანდემიის გამო სკოლაში სიარულის საშუალება არ ჰქონდა. ბაბუამ და შვილიშვილმა, თვალსაჩინოებისთვის მხიარული გაკვეთილები ჩაწერეს.

ქვემოთ მოცემულ, მე-15 ვიდეოგაკვეთილში ბაბუა და შვილიშვილი ქართული ტკბილეულის დასახელებების გამოცნობას ეთამაშება ერთმანეთს, სადაც წაგებული ცეკვავს. თქვენც ითამაშეთ, იცეკვეთ და განავითარეთ პატარები „პირველკლასელთა აკადემიით“.

ვიდეოგაკვეთილი N15

იხილეთ ასევე:

შეგონება: „აღიარეთ თქვენი პირველკლასელი მოაზროვნე პიროვნებად და შეხედეთ, როგორც სამყაროს მომავალს!“

„თუ აშენებთ ახალ საბავშვო ბაღს, დაიწყეთ დოკუმენტების მოწესრიგება“ – განრიგს განათლების მინისტრი დაამტკიცებს

დღის თემა
etaloni.ge
სკოლამდელი განათლება
რჩევები
საბავშვო ბაღი
პერსონა
ბებია-ბაბუები
ხელმარჯვეთა კლუბი