დღის თემა
etaloni.ge
შეგონება: „აღიარეთ თქვენი პირველკლასელი მოაზროვნე პიროვნებად და შეხედეთ, როგორც სამყაროს მომავალს!“
14.09.2023

„ჩემი შვილიშვილი არის ერთ-ერთი ყველაზე მაგარი პირველკლასელი!“ - ამბობს სტატიის ქვემოთ მოცემულ ვიდეოგაკვეთილში ბაბუა, გოჩა ტყეშელაშვილი, რომელმაც, ფაქტობრივად, ამ შვილიშვილს, ალექსანდრე კახიანს მიუძღვნა უნიკალური წიგნი-რვეული „პირველკლასელთა აკადემია“. მაშინ პატარა ალექსანდრე პირველ კლასში იყო, მაგრამ კოვიდპანდემიის გამო სკოლაში სიარულის საშუალება არ ჰქონდა.

წიგნის მიხედვით, უფროსებისა და მათი შვილებისა თუ შვილიშვილებისთვის, ბაბუამ და შვილიშვილმა უნიკალური ვიდეოგაკვეთილებიც ჩაწერეს.

რა უნდა გააკეთოთ იმისათვის, რომ ბავშვს განუვითარდეს ხელის მოტორიკა, ჩამოუყალიბდეს გემოვნება, ისწავლოს ფერები, სიტყვები, ანგარიში და საერთოდ, აზროვნება, თქვენს პატარასთან ერთად უყურეთ ზემოაღნიშნულ ვიდეოგაკვეთილებს და გადაშალეთ, პრიალა, ფერად ფურცლებზე დაბეჭდილი წიგნი, რომლის მეშვეობით, „მასწავლებლობანას“ თამაშით და ოჯახის აქტიური ჩართულობით, ბავშვები მარტივი მეთოდებით შეისწავლიან ხმოვნებს და მერე, თანდათანობით, სრულ ანბანზე გადავლენ. აქვე ამ ასაკისთვის შესაბამისი საინტერესო გასაფერადებლები, ზღაპრები და მოთხრობებიც არის მოცემული.

სწორედ „პირველკლასელთა აკადემიის“ დამსახურებით, პატარები სასკოლო ცხოვრებისთვის უკვე მომზადებულები, ამაყად აღებენ ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების კარს.

ყველაზე მთავარი „ეტალონისა“ და „სკოლამდელების“ დამფუძნებლის, გოჩა ტყეშელაშვილის შეგონება კი შემდეგი გახლავთ:

„აღიარეთ თქვენი პირველკლასელი მოაზროვნე პიროვნებად და მოეპყარით, როგორც თანასწორს! თქვენს მოაზროვნე პირველკლასელს შეხედეთ, როგორც საქართველოს და სამყაროს მომავალს!“

ეთამაშეთ თქვენს პატარებს „სიტყობანა“ და „რიცხვობანა“, გაიგეთ რა ჰქვია კალამის ბიძაშვილს და განუვითარეთ აზროვნება!

ვიდეოგაკვეთილი  N14

იხილეთ ასევე:

რამდენი სხვა სიტყვა და როგორ შეიძლება შეადგინოთ სიტყვისგან „ბადრიჯანი“ - დაბრუნდით ბავშვობაში და „წაგებულმა“ მხიარულად იცეკვეთ

თბილისის სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებებში 15 000-ზე მეტი ბავშვი დარეგისტრირდა - „ბაგა-ბაღებზე მოთხოვნა მაქსიმალურად დავაკმაყოფილეთ“

დღის თემა
etaloni.ge
სკოლამდელი განათლება
რჩევები
საბავშვო ბაღი
პერსონა
ბებია-ბაბუები
ხელმარჯვეთა კლუბი