დღის თემა
etaloni.ge
ბაღის მასწავლებელი სიკვდილით დასაჯეს - მან ბავშვებისთვის მომზადებულ ფაფაში საწამლავი ჩაყარა
14.07.2023

ჩინეთში, ჰენანის პროვინციაში სიკვდილით დასაჯეს საბავშვო ბაღის 39 წლის მასწავლებელი, ვანგ იუნი, რომელსაც ბრალად მოსწავლეების მოწამლვა ედებოდა.

გამოძიების მიხედვით, ვანგ იუმ 2019 წელს შეიძინა ნატრიუმის ნიტრიტი, მას შემდეგ, რაც კოლეგასთან დაპირისპირება მოუვიდა. შემდეგ დღეს კი აღნიშნული ქიმიური ნივთიერება ბაღში ბავშვებისთვის მომზადებულ ფაფას დაუმატა, რამაც  ერთის გარდაცვალება და ოცხაოთხის დაშავება გამოიწვია.

იუნმა სცადა სასიკვდილო განაჩენის გასაჩივრება, თუმცა, სასამართლომ ის არ დააკმაყოფილა. სასამართლოს ინფორმაციით, განაჩენი 13 ივლისს აღსრულდა.

წყარო: ტაბულა

იხილეთ ასევე:

ბაღის აღმზრდელი, რომელსაც 15-დან 12 თანამშრომელი უჩიოდა, სასამართლომ გაამართლა

საბავშვო ბაღმა 3 წლის ბავშვთან სასამართლო დავა წააგო - პატარა ჯანმრთელობის ნიშნით დისკრიმინაციული მოპყრობის მსხვერპლი გახდა

დღის თემა
etaloni.ge
სკოლამდელი განათლება
რჩევები
საბავშვო ბაღი
პერსონა
ბებია-ბაბუები
ხელმარჯვეთა კლუბი