დღის თემა
etaloni.ge
საბავშვო ბაღში პირველადი გადაუდებელი დახმარების ტრენინგი ჩატარდა - ვალდებულება, რომელსაც სტანდარტი ითვალისწინებს
17.07.2023

ბათუმის N16 საბავშვო ბაღის თანამშრომლებს ბათუმის საბავშვო ბაღების გაერთიანების ინიციატივითა და საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოების თანამშრომლობით, ჩაუტარდათ ტრენინგი „პირველადი გადაუდებელი დახმარება“.

ტრენერმა დარიკო შაინიძემ აღმზრდელებს თეორიულად აუხსნა და პრაქტიკულად უჩვენა მულაჟის გამოყენებით პირველი გადაუდებელი დახმარების წესები.

 „მსმენელები აქტიურად ჩაერთვნენ სიმულაციური სწავლების პროცესში და განახორციელეს პირველი სამედიცინო დახმარების აქტივობები“, - იტყობინება საბავშვო ბაღის ადმინისტრაცია.

ადრეული და სკოლამდელი განათლების ხარისხის სტანდარტის მიხედვით, ბავშვთა ჯანმრთელობისა და უსაფრთხოების დასაცავად, მნიშვნელოვანია, რომ ბაღის იმ თანამშრომლებიდან ერთს მაინც,  რომლებიც უშუალოდ ბავშვებთან მუშაობენ, ჰქონდეს შესაბამისი სერტიფიკატით დადასტურებული ცოდნა, შეეძლოს პირველადი სამედიცინო დახმარების აღმოჩენა.

იხილეთ ასევე:

რა უნარები უნდა ჰქონდეს საბავშვო ბაღის პერსონალს - არსებობს შემთხვევები, რომლებიც მყისიერ მოქმედებას მოითხოვს

საბავშვო ბაღის აღმზრდელი ვალდებულია, იცოდეს თითოეული ბავშვის ჯანმრთელობის მდგომარეობა

დღის თემა
etaloni.ge
სკოლამდელი განათლება
რჩევები
საბავშვო ბაღი
პერსონა
ბებია-ბაბუები
ხელმარჯვეთა კლუბი