დღის თემა
etaloni.ge
იმის მტკიცებაში, რომ ბავშვის შიში უსაფუძვლო და არარეალურია, არ გამოგრჩეთ ყველაზე მთავარი - რჩევები
18.07.2023

„3 წლამდე ასაკში ბავშვებს უჩნდებათ გარკვეული შიშები. ხშირად, ეს არის სიბნელის ან განშორების შიში. მიუხედავად იმისა, რომ ხშირად მშობლები ძალიან ღელავენ და განიცდიან ბავშვში გაჩენილ შიშებზე, ეს გარკვეულწილად კარგის ნიშნანიცაა“, - ნათქვამია განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ შემუშავებულ პუბლიკაციაში „პოზიტიური მშობლობა“.

შიშის შეგრძნება დაკავშირებულია ბავშვის უნართან უკეთესად აღიქვას სამყარო და მათ შორის, საფრთხე. ასევე, ბავშვი იწყებს საკუთარი ემოციების ამოცნობას, თუმცა ჯერ კიდევ არ არის იმდენად „დიდი“, რომ შეძლოს მათთან დამოუკიდებლად გამკლავება. ამიტომ, ბავშვს განუწყვეტლივ სჭირდება მშობლის ემოციური მხარდაჭერა, მოსმენა და მისი ნებისმიერი ემოციის მიღება.

რჩევა მშობელს

თითქმის ყოველ ღამით, ბავშვი ტირილით იღვიძებს, გეუბნებათ, რომ მის ოთახში მონსტრია და გთხოვთ, რომ მასთან ერთად დაიძინოთ, ნუ დასცინებთ და უგულებელყოფთ მის შიშს. თქვენ იცით, რომ მონსტრები  არ არსებობენ, მაგრამ თქვენი შვილის ფანტაზია იმდენად ცოცხალია, რომ მას შეიძლება გაუძნელდეს გამიჯნოს რეალობა და წარმოსახვა ერთმანეთისგან.

გახსოვდეთ

იმის მტკიცებაში, რომ ბავშვის შიში უსაფუძვლო და არარეალურია, არ გამოგრჩეთ ყველაზე მთავარი - თანაგრძნობა;

ამ ასაკში შიშის ქონა ბუნებრივი მოვლენაა, თუმცა თქვენს შვილს სჭირდება მაგალითი იმისა, თუ როგორ ახერხებთ თქვენ სხვადასხვა ემოციებთან სწორად რეაგირებას. ამიტომ, მნიშვნელოვანია აჩვენოთ, რომ თქვენ მშვიდად ხართ;

თუ ბავშვს ხშირად ეღვიძება ღამის კოშმარების გამო, არ დატოვოთ მისი ემოციები უგულისყუროდ. იყავით მასთან ერთად ჩაძინებამდე.

იხილეთ ასევე:

რას იწვევს ბავშვის დასჯა და რა შეუძლია პოზიტიურ დისციპლინას

„აღმზრდელმა ბავშვი სუბიექტური დასკვნების საფუძველზე არ უნდა შეაფასოს“ - ამ პრობლემის დანახვა ბაღის გამოცდილ თანამშრომელს შეუძლია

დღის თემა
etaloni.ge
სკოლამდელი განათლება
რჩევები
საბავშვო ბაღი
პერსონა
ბებია-ბაბუები
ხელმარჯვეთა კლუბი