დღის თემა
etaloni.ge
სკოლამდელი აღზრდის სპეციალისტისთვის აუცილებელია იმის ცოდნა, თუ რა ქცევა უნდა განახორციელოს ჯგუფში
18.07.2023

ინდივიდუალიზაცია ეს არის ადრეული განათლების სპეციალისტის, ბაღის აღმზრდელის ბუნებრივი კონცეფცია, რადგან არცერთი ბავშვის განვითარება და ერთი ბავშვის არცერთი სფერო არ არის თანაბრად განვითარებადი - ყველას აქვს რაღაც ძლიერი მხარე და ნიჭი რაზეც შეიძლება დაეყრდნო და შედარებით სუსტი მხარეები, - აღნიშნულია ბაგა-ბაღის აღმზრდელ-პედაგოგის სახელმძღვანელოში.

სპეციალური საჭიროების მქონე ბავშვებისთვის ინდივიდუალიზაცია მოიცავს როგორც ნებისმიერი სახის ადაპტაციას და ტექნოლოგიების დამხარებას, ასევე სასწავლო-სააღმზრდელო სტრატეგიების მორგებასაც ბავშის საჭროებებზე. ეს ასევე გულისხმობს იმის იდენტიფიცირებას, თუ რომელი სპეციალისტის დახმარებაა საჭირო და როგორ იქნება ეს სპეციალური მომსახურება უზრუნველყოფილი.

ამ პროცესებში მთელი გუნდი უნდა იყოს ჩართული, მათ შორის მშობელიც. არსებითია, თუ როგორ განხორციელდება ეს ჩვეულებრივ სასწავლო-სააღმზრდელო პროცესში.

ბავშვებისთვის, რომელთაც სხვა საჭიროება აქვს, მაგალითად, განსხვავებული ენა, ინდივიდუალური მიდგომა უნდა ითვალისიწნებდეს იმას, თუ როგორ ხდება ამ კონკრეტული ბავშის ენის, და კულტურის გათვალისწინება ჯგუფში - და არა ამ ბავშვის სამიზნედ ქცევა.

ბავშვებისთვის, რომელთაც სხვადასხვა სამედიცინო საჭიროება აქვთ, ინდივიდუალიზაცია შეიძლება გულისხმობდეს პერსონალის მხრიდან იმის ცოდნას, თუ რა აუცილებელი ქცევა უნდა განახორციელონ ჯგუფში, რა არის ის, რასაც უნდა მიაქციონ ყურადღება ბავშვის ჯანმრთელობასთან მიმართებაში, რათა ბავშის კეთილდღეობა გარანტირებული იყოს.

იხილეთ ასევე:

ბაგა-ბაღების თანამშრომლები უფასო სამედიცინო მომსახურებას მიიღებენ - მემორანდუმის დეტალები და კლინიკების ჩამონათვალი

სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებებში კონდიციონერებს დაამონტაჟებენ - ხელშეკრულება საბავშვო ბაგა-ბაღთან გაფორმდება

დღის თემა
etaloni.ge
სკოლამდელი განათლება
რჩევები
საბავშვო ბაღი
პერსონა
ბებია-ბაბუები
ხელმარჯვეთა კლუბი