დღის თემა
etaloni.ge
როგორ ვასწავლოთ ბავშვს ასოები მხიარულად - „პირველკლასელთა აკადემია“ და მესამე ვიდეოგაკვეთილი
20.07.2023

„ო, რა დიდებულია ქართული ენა! ო, რა ჭკვიანი ყოფილა ალექსანდრე!“ - ასე უხსნის ინოვაციური წიგნის, „პირველკლასელთა აკადემიის“, ავტორი, გოჩა ტყეშელაშვილი პირველკლასელ შვილიშვილს ხმოვან „ო“-ს და მას გაოცების ხმოვანს უწოდებს.

რის აღმნიშვნელია სხვა ხმოვნები და როგორ ვასწავლოთ პატარებს ემოციურად ჯერ ხმოვნები და შემდეგ თანხმოვნები, რომ სკოლაში, პირველ კლასში, მომზადებულები და ლაღები შევიდნენ, ამისთვის წიგნი-რვეულის, „პირველკლასელთა აკადემიის“ გადაშლა და მასწავლებლის როლის მორგება მოგიწევთ.

როგორ მოირგოთ მასწავლებლის როლი, „პირველკლასელთა აკადემია“ და მესამე ვიდეოგაკვთილი დაგეხმარებათ, რომელსაც „ეტალონის“ პროექტების სულისჩამდგმელი და ამ წიგნის ავტორი, გოჩა ტყეშელაშვილი უძღვება. ასე მხიარულად შესწავლილი ასოები კი ბავშვს გონების გახსნაში და ბევრი დეტალის ადვილად დამახსოვრებაშიც დაეხმარება. მთავარი კი ის არის, თუ როგორ უნდა მოეპყროთ თქვენს პატარას.

„აღიარეთ თქვენი შვილი თუ შვილიშვილი მოაზროვნე პიროვნებად, მოეპყარით ისე, როგორც თანასწორს და შეხეთ, როგორც საქართველოს და სამყაროს მომავალს!“, - ამბობს გოჩა ტყეშელაშვილი.

უნიკალური წიგნი-რვეული უკვე არაერთი წელია, პატარებს აძლევს საბაზისო ცოდნას და უვითარებს იმ უნარებს, რომლებიც სკოლაში შესვლისას სჭირდებათ.

ვიდეოგაკვეთილი N3:

 

ასევე იხილეთ:

მეორე ვიდეოგაკვეთილი „პირველკლასელთა აკადემიიდან“ – „ამ ინოვაციურ გაკვეთილებთან და წიგნთან ერთად ასწავლეთ ბავშვებს აზროვნება“

გოჩა ტყეშელაშვილის რჩევები ბავშვებს სკოლაში შესვლის წინ - ვიდეოგაკვეთილი

დღის თემა
etaloni.ge
სკოლამდელი განათლება
რჩევები
საბავშვო ბაღი
პერსონა
ბებია-ბაბუები
ხელმარჯვეთა კლუბი