დღის თემა
etaloni.ge
აღმზრდელებმა ბავშვებს კონცერტი ჩაუტარეს - „ცნობილი ზღაპრის გმირები გააცოცხლეს და მუსიკალური ნომრებიც შეასრულეს“
27.07.2023

თბილისის 27-ე სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებაში, სადაც საზაფხულო ბაღი ფუნქციონირებს, თანამშრომლებმა მსახიობების როლები მოირგეს, ცნობილი ზღაპრის გმირები გააცოცხლეს და მუსიკალური ნომრებიც შეასრულეს, - აღნიშნულ ინფორმაციას საბავშო ბაღი თავად ავრცელებს.

საბავშვო ბაღის თანამშრომლებმა ბავშვების წინაშე თოჯინების „მონაწილეობით“ „ჭირვეულა“ და ასევე, „მელა და ჩიტის“ განსხვავებული ვერსია წარმოადგინეს, რის შედეგადაც ბავშვებს დიდი სიამოვნება მიანიჭეს და ამხიარულეს.

იხილეთ ფოტოები:

დღის თემა
etaloni.ge
სკოლამდელი განათლება
რჩევები
საბავშვო ბაღი
პერსონა
ბებია-ბაბუები
ხელმარჯვეთა კლუბი