დღის თემა
etaloni.ge
„საბავშვო ბაღს უნდა ჰყავდეს შესაბამისი რაოდენობის აღმზრდელ–პედაგოგი და აღმზრდელის თანაშემწე“ - კურიკულუმი და ბავშვთა რაოდენობა
15.08.2023

კურიკულუმის განხორციელებისას, სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებას, შემუშავებული უნდა ჰქონდეს ბავშვთა ზღვრული რაოდენობის განსაზღვრის მეთოდოლოგია, რომელიც ითვალისწინებს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს.

სკოლამდელი აღზრდისა და განათლების დაწესებულებების ავტორიზაციის სტანდარტების გზამკვლევის მიხედვით, ბავშვთა ზღვრული რაოდენობის განსაზღვრის მეთოდოლოგია უპირატესად რესურსების, მათ შორის მატერიალური რესურსების, რაოდენობას უნდა ითვალისწინებდეს. ამიტომაც, ამ ეტაპზე, უნდა შეფასდეს მატერიალური რესურსების საკმარისობა ბავშვების მოთხოვნილი ზღვრულ რაოდენობასთან შესაბამისობაში.

აღნიშნული მეთოდოლოგიის შემუშავებისას აუცილებლად გასათვალისწინებელი საკითხებია:

► დაწესებულებაში ყველა ჯგუფს უნდა გააჩნდეს ჯგუფური ოთახი;

► დაწესებულებას უნდა ჰქონდეს ეზო/გარე სივრცე თითოეულ ბავშვზე 3 კვ.მ გათვლით;

► დაწესებულებას უნდა ჰქონდეს შესაბამისად მოწყობილი სანიტარული კვანძი, ხელსაბანები და უნიტაზები დაწესებულების შენობის ინფრასტრუქტურისა და მატერიალურ-ტექნიკური ბაზის მოწყობის შესახებ მოთხოვნების დანართით განსაზღვრული პროპორციულობით;

► დაწესებულებას ჯგუფურ ოთახებში უნდა ჰქონდეს ბავშვთა რაოდენობის შესაბამისი სკამები და მაგიდები;

► დაწესებულებას უნდა ჰქონდეს ბავშვების ძილის რეჟიმისთვის შესაბამისი რაოდენობისა და სპეციფიკის საწოლები. 0–3 წლამდე ბავშვებისთვის – ბავშვთა რაოდენობის შესაბამისად, ხოლო 3–6 წლამდე იმ ბავშვებისთვის, ვისთვისაც ძილის რეჟიმი გათვალისწინებულია;

► დაწესებულებას უნდა ჰყავდეს შესაბამისი რაოდენობის აღმზრდელ–პედაგოგი/აღმზრდელი/აღმზრდელის თანაშემწე თითოეული ჯგუფისთვის რათა უზრუნველყოფილი იყოს საქართველოს კანონით „ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების შესახებ“ დადგენილი თანაფარდობის დაცვა (საქართველოს კანონი ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების შესახებ. მუხლი 22.);

► დაწესებულებას უნდა ჰქონდეს ბავშვთა რაოდენობის შესაბამისი და დეკლარირებული კურიკულუმით/კურიკულუმის ჩარჩოთი გათვალისწინებული საგანმანათლებლო რესურსი.

იხილეთ ასევე:

„ჯგუფში ბავშვების რაოდენობის გაზრდა აღმზრდელზე დატვირთვას არ გაზრდის“ - ავტორიზაციის პროცესის ბენეფიტები

სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებებში უნდა მოქმედებდეს სატელეფონო ცხელი ხაზი - რას ავალდებულებს ბავშვის უფლებათა კოდექსი ბაღებს

დღის თემა
etaloni.ge
სკოლამდელი განათლება
რჩევები
საბავშვო ბაღი
პერსონა
ბებია-ბაბუები
ხელმარჯვეთა კლუბი