დღის თემა
etaloni.ge
აღმზრდელები ტრენინგს გაივლიან, ყველა ბაღში იქნება ცენტრალური გათბობა - როგორ ემზადება ერთი მუნიციპალიტეტი ახალი სააღმზრდელო წლისთვის
28.08.2023

როგორც წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საბავშვო ბაღების გაერთიანება იუწყება, ახალი, 2023-2024 სასწავლო-სააღმზრდელო წლის დაწყებასთან დაკავშირებით, სკოლამდელ დაწესებულებებში მთელი რიგი სამუშაოები ჩატარდა.

N2 საბავშვო ბაგა-ბაღში, რომელიც ვაჟა-ფშაველას ქუჩაზე, 1-ელ ნომერში მდებარეობს, სარემონტო-სარეაბილიტაციო სამუშაოები ჩაუტარდა დარბაზს მუსიკალური აქტივობებისთვის.

ახალი სასწავლო წლის დაწყებამდე მოხდება ლამინირებული პარკეტის იატაკის მოწყობა N1 საბავშვო ბაგა-ბაღის ერთ სასწავლო-სააღმზრდელო ჯგუფში და სოფელ ტყაჩირის N13 საბავშვო ბაღის ორ სასწავლო-სააღმზრდელო ჯგუფში.

N4 საბავშვო ბაგა-ბაღში, რომელიც 9 აპრილის ქუჩის 1-ელი შესახვევის N2-ში მდებარეობს, წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერია ახორციელებს საბავშვო ბაგა-ბაღის ეზოს შემოღობვით სამუშაოებს.

ახალი სასწავლო წლიდან ფუნქციონირებას დაიწყებს თანამედროვე სტანდარტებით აღჭურვილი N24 საბავშვო ბაღი 9 აპრილის ქუჩაზე.

სოფელ ტყაჩირის N13 საბავშვო ბაღში ლოგოპედის პოზიციაზე დასაქმებული შშმ პირისთვის მოეწყო ადაპტირებული ოთახი.

N 3 საბავშვო ბაგა-ბაღში, რომელიც გოგებაშვილის ქუჩაზე, N5-ში მდებარეობს, წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერია ახორციელებს შენობის სრულ სარემონტო-სარეაბილიტაციო სამუშაოებს, რომელიც უახლოეს თვეებში დასრულდება.

საბავშვო ბაღების სამზარეულოებისათვის და აღსაზრდელთა საკვები პროდუქტების შესანახი საწყობებისთვის შეიძინეს მაცივრები, ქვაბები, ტაფები, საჭრელი დაფები, კონტეინერები  და ა. შ.

საბავშვო ბაღებისთვის შეიძინეს ასევე ინდივიდუალური ჭურჭლის ნაკრები, წყლის გამაცხელებლები, ელექტროღუმელები, გამწოვები, „ადრეული განათლების  კურიკულუმი - თამაში“, პრაქტიკული და მეთოდური სახელმძღვანელოები.

გაერთიანებაში შემავალ 15 საბავშვო ბაღის გაზიფიცირების და გათბობის სისტემის სამონტაჟო სამუშაოების ჩატარების მიზნით ტენდერი გამოცხადდა. ამ ეტაპზე ტენდერი უკვე დასრულებულია და შერჩევა-შეჯამების პროცესი მიმდინარეობს. უწყების ცნობით, გათბობის სისტემების დამონტაჟება ბაღებში უმოკლეს დროში დაიწყება და ყველა მათგანი უზრუნველყოფილი იქნება ცენტრალური გათბობის სისტემით.

აღმზრდელ-პედაგოგთა პროფესიული განვითარების ამაღლების მიზნით, ტენდერის საფუძველზე, დაიწყო აღმზრდელ-პედაგოგთა  ტრენინგ-მოდულის გავლა.

ყველა საბავშვო ბაღში, სასწავლო-სააღმზრდელო პროცესის განახლებამდე, ჩატარდება სადეზინფექციო, სადეზინსექციო და სადერატიზაციო სამუშაოები.

წყალტუბოს მუნიციპალიტეტში სასწავლო-სააღმზრდელო პროცესი განახლდება მიმდინარე წლის 11 სექტემბერს.

იხილეთ ასევე:

2027 საბავშვო ბაღიდან თვითშეფასება 1007-მა განახორციელა - „პროცესი მთელი ზაფხულის განმავლობაში გაგრძელდა“

ეფექტურმა სკოლამდელმა განათლებამ შესაძლოა, ბავშვი შშმ პირის სტატუსისგან იხსნას

დღის თემა
etaloni.ge
სკოლამდელი განათლება
რჩევები
საბავშვო ბაღი
პერსონა
ბებია-ბაბუები
ხელმარჯვეთა კლუბი