დღის თემა
etaloni.ge
ცოდნის გაკვეთილები მხიარულად, ცეკვა-თამაშის თანხლებით - უნიკალური მეთოდები
30.08.2023

როგორ ვასწავლოთ პირველკლასელს ადვილად და ხალისიანად ის მოქმედება, რომ შესაკრებთა გადანაცვლებით ჯამი არ იცვლება? ეს ყველაზე ადვილად ბაბუებს გამოგივათ.

ანბანისა და ანგარიშის ახლებური, ინოვაციური შესწავლის მეთოდი, სოციალურ მეცნიერებათა დოქტორმა, „ეტალონისა“ და „სკოლამდელების“ დამფუძნებელმა, გოჩა ტყეშელაშვილმა მაშინ შეიმუშავა, როდესაც მისი შვილიშვილი, ალექსანდრე კახიანი პირველი კლასის მოსწავლე იყო. სწორედ მაშინ შეიქმნა უნიკალური წიგნი-რვეული „პირველკლასელთა აკადემია“, რომელიც დღეს ბევრ ოჯახში სამაგიდო წიგნია. 

„პირველკლასელთა აკადემიის“ მთელი არსი არის ის, რომ სწავლის პროცესში ჩაერთოს მთელი ოჯახი, გაკვეთილობანას თამაშში აღიაროთ თქვენი შვილი მოაზროვნე პიროვნებად და მოეპყრათ, როგორც თანასწორს“, - ამბობს წიგნის ავტორი.

„პირველკლასელთა აკადემიას" საბავშვო ბაღის კურსდამთავრებულებს საჩუქრად გადასცემენ სხვადასხვა მუნიციპალიტეტები. ამ პირველკლასელთა გზამკვლევის დახმარებით, პატარები, სასკოლო ცხოვრებისთვის უკვე მომზადებულები, ამაყად შეაღებენ ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების კარს.

გოჩა ტყეშელაშვილმა შვილიშვილთან ამ მეთოდების გამოყენება ვიდეოგაკვეთილების ჩაწერის თანხლებით დაიწყო. რა შედეგს მიაღწია და როგორ შეგიძლიათ, თქვენს პატარა შვილსა თუ შვილიშვილს ცოდნის გაკვეთილები მხიარულად, ცეკვა-თამაშის თანხლებით ჩაუტაროთ, უყურეთ სტატიის ბოლოში მოცემულ მეათე გაკვეთილს, რომელიც სიტყვობანას და რიცხვობანას თამაშისას თქვენც აგაცეკვებთ ისევე, როგორც ამ მხიარულ ბაბუა-შვილიშვილს.

ვიდეოგაკვეთილი N10:

იხილეთ ასევე:

როგორ ვასწავლოთ პატარებს კაკლების საშუალებით ანგარიში - მხიარული ვიდეოგაკვეთილი და ბაბუა-შვილიშვილის ცეკვა

რა ევალებათ ბაღის თანამშრომლებს აღსაზრდელის მშობლებთან მიმართებაში - სტანდარტის დეტალები

დღის თემა
etaloni.ge
სკოლამდელი განათლება
რჩევები
საბავშვო ბაღი
პერსონა
ბებია-ბაბუები
ხელმარჯვეთა კლუბი