დღის თემა
etaloni.ge
ბაღის აღმზრდელმა დიდების ბაღი გახსნა - „ეს არის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი პროექტი, რომლისთვისაც ოდესმე ხელი მომიკიდია“
31.08.2023

შოტლანდიის დედაქალაქში, ედინბურგში, აგვისტოს თვეში, ინოვაციური საბავშვო ბაღი ფუნქციონირებდა - Big Kid Kindergarten ანუ დიდი ბავშვების ბაღი.

დიდების ბაღში 16 წელს გადაცილებულ ადამიანებს იღებენ, რომლებსაც, სპეციალურად მოწყობილ გარემოში, ბავშვობაში დაბრუნება შეუძლიათ.  

ბაღში სტუმრობა თითოეულ პირს 10 ფუნტი უჯდება. დიდ ბავშვებს შეუძლიათ, მთელი დღის განმავლობაში ააწყონ კონსტრუქტორები, მოუსმინონ ზღაპრებს, ითამაშონ ქვიშაში და ბავშვობაში იმოგზაურონ. მსურველებს საბავშვო ბაღის გაკვეთილებზე დასწრება ასევე შეუძლიათ ონლაინ რეჟიმშიც. 

დიდების ბაღის პროექტის ორგანიზატორი და აღმზრდელის როლის შემსრულებელი სოლეი კოლია, რომელიც 7 წელია, რაც სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებებში მუშაობს. აღმზრდელი ქალბატონი ამბობს, რომ ბავშვებისთვის ბევრი წრე და საზაფხულო ბანაკი არსებობს, მაგრამ ზრდასრულებისთვის ასეთი ადგილები არ არის. ბავშვობის თამაშები კი ყველა ზრდასრულისთვის სასურველია. ამიტომაც, ბაღის აღმზრდელმა ამ ვითარების გამოსწორება და ადამიანების დახმარება გადაწყვიტა.

სპეციალისტებს მიაჩნიათ, რომ ასეთ საბავშვო ბაღში სიარულს ადამიანებისთვის თერაპიული ეფექტი აქვს, რადგან ამ დროს ტვინი ისვენებს მიმდინარე, ყოველდღიური პრობლემებისგან. გარდა ამისა, უფროსების საბავშვო ბაღში მოსიარულენი ახლებურად იწყენენ ერთმანეთთან ურთიერთობებს, კომპრომისებს ეძებენ... 

„ეს არის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი პროექტი, რომლისთვისაც ოდესმე ხელი ხელი მომიკიდია“, - აღნიშნავს აღმზრდელი სოლეი კოლი.

ის „აღსაზრდელები“ კი, ვინც ამ ბაღში დადიან, ამბობენ, რომ ეს არის ის, რაც მათ სჭირდებათ და რომ ეს საუკეთესო საათებია მათ ცხოვრებაში.

საბავშვო ბაღი ედინბურგში მხოლოდ აგვისტოში ფუნქციონირებდა. სოლეი კოლი აპირებს, აღნიშნული პროექტი, სექტემბერში ავსტრიაში, ვენაში განახორციელოს, ოქტომბერსა და ნოემბერში - ესპანეთში, 2024 წელს კი - აშშ-ში.

იხილეთ ასევე:

უპირატესობები, რაც საბავშვო ბაღს მსოფლიოში უნიკალურად აქცევს - „ოთახებიდან გამომავალი 600 ბავშვის ხმა ქმნის „თეთრი ხმაურის“ ეფექტს“

„ნუ მომიყვებით თეორიებს ადრეული ასაკიდანვე შრომის მიჩვევასა და მის სიკეთეებზე“ - ნინო თარხნიშვილი

დღის თემა
etaloni.ge
სკოლამდელი განათლება
რჩევები
საბავშვო ბაღი
პერსონა
ბებია-ბაბუები
ხელმარჯვეთა კლუბი