საბავშვო ბაღთან შეგუება, ბევრი პატარასთვის, გარკვეულ პრობლემას წარმოადგენს. აღმზრდელები და მშობლები სხვადასხვა მეთოდს მიმართავენ, რომ პატარას სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებაში დარჩენა სტრესს არ უკავშირდებოდეს.
ქართველი ახალგაზრდა ქალი, ირა ჩერქეზიშვილი, რომელიც გერმანიაში ცხოვრობს და იქ საბავშვო ბაღში, სოციალ-პედაგოგად მუშაობს, სოციალურ ქსელში, ბავშვის ბაღში უმტკივნეულოდ დატოვების ერთ-ერთ მეთოდს გვიზიარებს.
„ბავშვებს, ბაღთან შეგუებაში, დიდ დახმარებას უწევს მისი ოჯახის წევრების ფოტოები.
ბავშვისთვის ყველა ძვირფასი და საყვარელი ადამიანის ფოტოებს მშობლები ერთ წიგნად კინძავენ და პირველ დღეს მოაქვთ ბაღში. ეს ძალიან ეხმარება ბავშვს ახალ გარემოსთან შეგუებაში“, - წერს ირა ჩერქეზიშვილი საკუთარი გამოცდილებაზე დაყრდნობით.
იხილეთ ასევე: