დღის თემა
etaloni.ge
რა დრო უნდა დაეთმოს საბავშვო ბაღში სასკოლო მზაობის პროგრამას - ჩანაწერი დოკუმენტში
31.08.2023

თბილისის საკრებულომ, მიმდინარე წლის 30 ივნისს, დაამტკიცა მუნიციპალიტეტის მართვაში არსებული სკოლამდელი აღზრდისა და განათლების საჯარო დაწესებულებების ერთ ბავშვზე გათვლილი ვაუჩერით დაფინანსების, სასკოლო მზაობის საგანმანათლებლო სახელმწიფო სტანდარტის დანერგვის, მუნიციპალიტეტის მართვაში არსებული სკოლამდელი აღზრდისა და განათლების საჯარო დაწესებულებებში აღსაზრდელის რეგისტრაციისა და მიღება-ამორიცხვის წესი.

აღნიშნულ დოკუმენტში გაწერილია სასკოლო მზაობის საგანმანათლებლო სახელმწიფო სტანდარტის დანერგვისა და სასკოლო მზაობის პროგრამის განხორციელების შესახებ.

დადგენილების მიხედვით:

► სასკოლო მზაობის საგანმანათლებლო სახელმწიფო სტანდარტი ინერგება და სასკოლო მზაობის პროგრამა ხორციელდება ყველა სკოლამდელი აღზრდისა და განათლების საჯარო დაწესებულების ბაღის ჯგუფის შესაბამის სამიზნე ასაკობრივ ჯგუფებში და სასკოლო მზაობის ჯგუფებში;

► სკოლამდელი აღზრდისა და განათლების საჯარო დაწესებულებებში სასკოლო მზაობის საგანმანათლებლო სახელმწიფო სტანდარტის და სასკოლო მზაობის პროგრამის განხორციელებას უზრუნველყოფს სააგენტო;

► სკოლამდელი აღზრდისა და განათლების საჯარო დაწესებულებების ბაღის ჯგუფის შესაბამის ასაკობრივ ჯგუფებში, სასკოლო მზაობის პროგრამა ხორციელდება სკოლამდელი აღზრდის საჯარო დაწესებულების 9-საათიანი მომსახურების ფარგლებში, სასკოლო მზაობის პროგრამით განსაზღვრული გრაფიკის მიხედვით;

► სასკოლო მზაობის ჯგუფების ფუნქციონირების (მომსახურების) საერთო ხანგრძლივობა შეადგენს დღეში 4 საათს, აქედან საგანმანათლებლო – სააღმზრდელო პროცესის ხანგრძლივობა განისაზღვრება სასკოლო მზაობის პროგრამის განხორციელებისთვის საჭირო პერიოდის შესაბამისად, დღეში 3 საათის განმავლობაში;

► საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსა და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიას შორის შეთანხმების გაფორმების შემდგომ, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობა აღნიშნული შეთანხმების საფუძველზე იღებს გადაწყვეტილებას საჯარო სკოლის შენობებში გამოყოფილ ფართებში სასკოლო მზაობის ჯგუფების განთავსების შესახებ;

► სასკოლო მზაობის ჯგუფ(ებ)ის შესაბამისი სკოლამდელი აღზრდისა და განათლების საჯარო დაწესებულებისათვის მიკუთვნების საკითხს, ტერიტორიული პრინციპის გათვალისწინებით, წყვეტს სააგენტო;

► სასკოლო მზაობის ჯგუფებში სასკოლო მზაობის პროგრამის სრულყოფილად და ეფექტიანად განხორციელების უზრუნველყოფის მიზნით, სასკოლო მზაობის ჯგუფების მომსახურე პერსონალი, სასკოლო მზაობის პროგრამით გათვალისწინებული ადამიანური რესურსის გათვალისწინებით, განისაზღვრება სააგენტოს მიერ;

► სასკოლო მზაობის ჯგუფების მომსახურე საკადრო რესურსის შრომითი ანაზღაურების ზღვრული ოდენობა განისაზღვრება სააგენტოს მიერ, სკოლამდელი აღზრდისა და განათლების საჯარო დაწესებულებების შესაბამის შტატზე განსაზღვრული შრომის ანაზღაურების და საათობრივი განაკვეთის გათვალისწინებით;

► სასკოლო მზაობის ჯგუფების ფუნქციონირებას და სასკოლო მზაობის პროგრამის სრულყოფილად და ეფექტიანად განხორციელებას უზრუნველყოფს ის სკოლამდელი აღზრდისა და განათლების საჯარო დაწესებულება, რომლის სააღმზრდელო ჯგუფსაც წარმოადგენს შესაბამისი სასკოლო მზაობის ჯგუფი;

► სასკოლო მზაობის საგანმანათლებლო სახელმწიფო სტანდარტის და სასკოლო მზაობის პროგრამით განსაზღვრული ღონისძიებების გარდა, სასკოლო მზაობის ჯგუფებში სასკოლო მზაობის პროგრამის სრულყოფილად და ეფექტიანად განხორციელებასთან დაკავშირებული სხვა საკითხები, დარეგულირდება საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსა და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიას შორის გასაფორმებელი შეთანხმების შესაბამისად;

► საქართველოს მოქმედი კანონმდებლობისა და სააგენტოს წესდებით განსაზღვრული უფლებამოსილების ფარგლებში, სასკოლო მზაობის საგანმანათლებლო სახელმწიფო სტანდარტის დანერგვის და სასკოლო მზაობის პროგრამის განხორციელებისთვის საჭირო დაფინანსების, მართვისა და მონიტორინგის ღონისძიებებს ახორციელებს სააგენტო.

იხილეთ ასევე:

რა ევალებათ ბაღის თანამშრომლებს აღსაზრდელის მშობლებთან მიმართებაში - სტანდარტის დეტალები

ეფექტურმა სკოლამდელმა განათლებამ შესაძლოა, ბავშვი შშმ პირის სტატუსისგან იხსნას

დღის თემა
etaloni.ge
სკოლამდელი განათლება
რჩევები
საბავშვო ბაღი
პერსონა
ბებია-ბაბუები
ხელმარჯვეთა კლუბი