დღის თემა
etaloni.ge
როგორი უნდა იყოს საბავშვო ბაღის დღის განრიგი - სტანდარტის 6 ინდიკატორი
04.09.2023

სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებას უნდა ჰქონდეს შედგენილი დღის განრიგი, რომელიც უნდა იყოს მოქნილი, პროგნოზირებადი და მრავალფეროვან გამოცდილებას სძენდეს თითოეულ ბავშვს.

ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების სახელმწიფო სტანდარტებში დეტალურად არის გაწერილი, როგორი უნდა იყოს საბავშვო ბაღის დღის განრიგი.

► დღის განრიგში ერთმანეთს უნდა ენაცვლებოდეს ფიზიკურად აქტიური და ნაკლებად აქტიური საქმიანობები;

► დღის განრიგში მონაცვლეობითი უნდა იყოს მცირე და დიდი ჯგუფებისთვის განსაზღვრული საქმიანობები. დიდი ჯგუფების საქმიანობისთვის გამოყოფილი დრო მინიმალურია;

► დღის მანძილზე უზრუნველყოფილი უნდა იყოს მრავალფეროვანი გამოცდილებები;

► ყოველდღიურ განრიგში ბავშვის მიერ ინიცირებული საქმიანობებისთვის გათვალისწინებული დრო უნდა აღემატებოდეს აღმზრდელ-პედაგოგისა და აღმზრდელის მიერ ინიცირებული საქმიანობებისთვის განკუთვნილ დროს;

► განრიგი მაქსიმალურად უნდა ითვალისწინებდეს თითოეული ბავშვის საჭიროებებსა და ინდივიდუალურ ტემპს - დაკმაყოფილდეს თითოეული ბავშვის საჭიროებები და ინტერესები, საქმიანობაში ჩართულ ნებისმიერ ბავშვს უნდა აცადონ პროცესის დასრულება და არ დააჩქარონ;

► ტრანზიციის დროს არცერთ ბავშვს არ უნდა უწევდეს ხანგრძლივად ლოდინი.

იხილეთ ასევე:

საბავშვო ბაღების დღის განრიგისა და მენიუს შაბლონები განათლების სამინისტრომ გამოაქვეყნა

საბავშვო ბაღის შენობასა და ეზოში აკრძალულია რელიგიური სიმბოლიკის გამოფენა - სტანდარტი

დღის თემა
etaloni.ge
სკოლამდელი განათლება
რჩევები
საბავშვო ბაღი
პერსონა
ბებია-ბაბუები
ხელმარჯვეთა კლუბი