დღის თემა
etaloni.ge
საბავშვო ბაღებს წნევის საზომი აპარატები დაურიგდება
06.09.2023

პირველადი დახმარების ყუთი, ბამბა, სამედიცინო პლასტირი, რეზინის სახვევი, პინცეტი, მაკრატელი, მარლის  საფენები, ერთჯერადი ნემსი 0,5გრ, სანტავიკი, ბინტი, თერმომეტრი ვერცხლისწყლით, წნევის საზომი აპარატი, ელექტრო თერმომეტრი, ბრილიანტის მწვანე, წყალბადის ზეჟანგი, სიცხის დამწევი საბავშვო სიროფი, სამედიცინო ეთანოლი, ფიზიოლოგიური ხსნარი, ბეტადინი, ნიღაბი (პირბადე), ოთახის თერმომეტრი, ტენიანობის თერმომეტრი, წყლის თერმომეტრი, - ეს იმ სამედიცინო მოწყობილობების ჩამონათვალია, თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტომ სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებებისთვის რომ უნდა შეიძინოს.

სამედიცინო მოწყობილობების შესაძენად, სააგენტომ ტენდერი 5 სექტემბერს გამოაცხადა. აღნიშნული ნივთები თბილისის ყველა, 188 სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებას გადაეცემა.

„ხელშეკრულებები გაფორმდება ინდივიდუალურად თითოეულ საბავშვო ბაგა-ბაღთან 111.52 (ას თერთმეტი ლარი და 52 თეთრი) ლარზე... გამარჯვებულ პრეტენდენტთან ხელშეკრულებები გაფორმდება ჯამურად 20 967.00 (ოცი ათას ცხრაას სამოცდაშვიდი ლარი და 00 თეთრი) ლარზე, კონკრეტულად ბაგა-ბაღებისთვის განკუთვნილი ასიგნებების ფარგლებში“, - წერია სატენდერო დოკუმენტაციაში.

იხილეთ ასევე:

ვის რა დოზით ექნება აღმზრდელების პირად ინფორმაციაზე წვდომა - სკოლამდელი დაწესებულებების მართვის ახალი წესი ძალაში შევიდა

საბავშვო ბაღის შენობასა და ეზოში აკრძალულია რელიგიური სიმბოლიკის გამოფენა - სტანდარტი

დღის თემა
etaloni.ge
სკოლამდელი განათლება
რჩევები
საბავშვო ბაღი
პერსონა
ბებია-ბაბუები
ხელმარჯვეთა კლუბი