დღის თემა
etaloni.ge
საბავშვო ბაღების თანამშრომლებს კომპიუტერის გამოყენების ტრენინგი აჩუქეს - „შეისწავლეს საოფისე პროგრამები და მიიღეს ინტერნეტსივრცეში მუშაობის გამოცდილება“
06.09.2023

„ბოლნისის მუნიციპალიტეტის სკოლამდელი აღზრდისა და მეთოდური კოორდინაციის დაწესებულებებში დასაქმებულებს, „საქართველოს საგანმანათლებლო დაწესებულებებში დასაქმებულთა პროფესიული განვითარების ცენტრმა“ ტრენინიგი საჩუქრად ჩაუტარა, - აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი სკოლამდელი აღზრდისა და მეთოდური კოორდინაციის დაწესებულება ავრცელებს.

„სპმთპ-ის „საქართველოს საგანმანათლებლო დაწესებულებებში დასაქმებულთა პროფესიული განვითარების ცენტრის“ დახმარებით, ტრენინგის მონაწილეები დაეუფლნენ კომპიუტერის გამოყენების უნარებს, შეისწავლეს საოფისე პროგრამები და მიიღეს ინტერნეტსივრცეში მუშაობის გამოცდილება“, - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

იხილეთ ასევე:

ვის რა დოზით ექნება აღმზრდელების პირად ინფორმაციაზე წვდომა - სკოლამდელი დაწესებულებების მართვის ახალი წესი ძალაში შევიდა

სად როდის იწყება საბავშვო ბაღებში სასწავლო-სააღმზრდელო პროცესი - მუნიციპალიტეტების ჩამონათვალი

დღის თემა
etaloni.ge
სკოლამდელი განათლება
რჩევები
საბავშვო ბაღი
პერსონა
ბებია-ბაბუები
ხელმარჯვეთა კლუბი