დღის თემა
etaloni.ge
ერთი სტანდარტის 7 მოთხოვნა - დოკუმენტები ბაღის თანამშრომლის იდენტიფიცირებისთვის, მშობლების ნებართვა...
06.09.2023

ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების სახელმწიფო სტანდარტების მიხედვით, მართვისა და შეფასების სტანდარტის შესაბამისად, საბავშვო ბაღს შემუშავებული უნდა ჰქონდეს  დოკუმენტები, რომელიც ეხება ჯანმრთელობასა და უსაფრთხოებას, ბავშვთა დაცვას ნებისმიერი სახის ძალადობისაგან, დაწესებულებაში ჩარიცხვის პროცედურას, მშობლის წერილობით ნებართვას და ა.შ.

ამ სტანდარტის ინდიკატორებია:

  1. დაწესებულებაში უნდა არსებობდეს გაწერილი პროცედურები ბავშვისთვის მედიკამენტის მიღების საჭიროების შემთხვევაში;
  2. დაწესებულებაში უნდა ინახებოდეს თითოეული ბავშვის/ზრდასრულის ჯანმრთელობის მდგომარეობის დამადასტურებელი დოკუმენტები;
  3. დაწესებულებას უნდა ჰქონდეს თითოეული მომუშავე თანამშრომლის იდენტიფიცირებისთვის საჭირო დოკუმენტაცია;
  4. დაწესებულებას უნდა ჰქონდეს მშობლისგან ნებართვის წერილობითი ფორმა. მაგალითად, ნებართვა დაწესებულების გარეთ გასვლებზე, ფოტო და ვიდეოგადაღებაზე და სხვა;
  5. დაწესებულებაში დადგენილი უნდა იყოს ბავშვის ჩარიცხვისა და ამორიცხვის პროცედურა;
  6. დაწესებულებაში განსაზღვრული და გაწერილი უნდა იყოს პროცედურები ბავშვზე ძალადობის ეჭვის შემთხვევაში მოქმედებისთვის;
  7. დაწესებულება კანონმდებლობით დადგენილი ვადითა და წესით უნდა ინახავდეს საჭირო დოკუმენტაციას ბავშვისა და ოჯახის შესახებ. მაგალითად, დაბადების მოწმობის ასლი, მისამართი, ტელეფონის ნომერი და სხვა.

იხილეთ ასევე:


ვის რა დოზით ექნება აღმზრდელების პირად ინფორმაციაზე წვდომა - სკოლამდელი დაწესებულებების მართვის ახალი წესი ძალაში შევიდა

სკოლამდელი დაწესებულების ავტორიზაციის გზამკვლევის საჯარო განხილვა 11 სექტემბერს დაიგეგმა - როგორ უნდა დაესწროთ შეხვედრას

დღის თემა
etaloni.ge
სკოლამდელი განათლება
რჩევები
საბავშვო ბაღი
პერსონა
ბებია-ბაბუები
ხელმარჯვეთა კლუბი