იწყება სამოცდამერვე ეტაპი სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ის მიერ ახალდაბადებული მესამე და შემდგომი ბავშვის მონათვლისა, - ინფორმაციას საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური ავრცელებს.
ნათლობის მსურველთა რეგისტრაცია იწარმოებს საქართველოს საპატრიარქოში 12 სექტემბრიდან 16 სექტემბრის ჩათვლით 12:00 საათიდან 16:00 საათამდე.
რეგისტრაციის მსურველებმა თან უნდა იქონიონ:
► მშობლების პირადობის მოწმობების ასლები;
► მშობლების ჯვრისწერისა და ქორწინების მოწმობების ასლები;
► შვილების დაბადებისა და ნათლობის მოწმობების ასლები;
► მოსანათლის 2 ფოტო 3X4-ზე დაბეჭდილი და CD დისკით;
► ოჯახის 1 ფოტო 10×15-ზე დაბეჭდილი და CD დისკით.
საკონტაქტო ტელეფონები: 593 900 810; 558 651 159; 593 464 571
იხილეთ ასევე: