დღის თემა
etaloni.ge
„საბავშვო ბაღს უნდა ჰქონდეს წინასწარ გამზადებული განცხადებები, რომელსაც არსებული კრიზისის შესაბამისად გადააკეთებს“, - რა წერია ახალ პროექტში
13.09.2023

კრიზისი შესაძლოა ეწოდოს მოვლენას რომელიც იწვევს ზარალს ან/და დაზიანებას, მოითხოვს დაუყოვნებლივ ყურადღებასა და რეაგირებას. ასეთი სიტუაციებია: ბუნებრივი კატასტროფები, ხანძრები, ეპიდემია და ა.შ., - აღნიშნულია „ადრეული აღზრდისა და განათლების ან/და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების დაწესებულების ოჯახთან და თემთან კომუნიკაციის მეთოდოლოგიის“ პროექტში, რომლის განხილვასაც განათლების სამინისტრო საჯაროდ აპირებს.

პროექტი საბავშვო ბაღებისთვის, რომელიც საჯაროდ განიხილება - წინადადებების გასაგზავნად ორი დღე გაქვთ

ამავე პროექტის მიხედვით, სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებას უნდა ჰქონდეს საგანგებო სიტუაციების მართვის გეგმა, რომელსაც უნდა გაეცნოს დაწესებულების ყველა თანამშრომელი და საჭიროების შემთხვევაში, მათი რეაგირება უნდა იყოს გეგმის შესაბამისი.

თუმცა, საგანგებო სიტუაციების გარდა, ნებისმიერ დაწესებულებაში, შესაძლოა, შეიქმნას საკომუნიკაციო კრიზისი. მაგალითად:

  • ბავშვის, ან პერსონალის კონფიდენციალური ინფორმაციის უნებართვო გავრცელება;
  • ნებისმიერი სახის დეზინფორმაციის გავრცელება საჯაროდ;
  • უარყოფითი გამოხმაურება სოციალურ მედიაში;
  • უარყოფითი გამოხმაურება მედიაში და ა.შ.

„მსგავსი კრიზისების დროს, ხშირია მედიის წარმომადგენლების/ჟურნალისტების ზარები ადმინისტრაციასთან. ასევე, მედიის წარმომადგენლები მიდიან ადგილზე და ცდილობენ ინფორმაციის მოპოვებას. ასეთ დროს, კარგი იქნება, თუ ყველა დაწესებულება გაითვალისწინებს შემდეგ რეკომენდაციებს სიტუაციის გამწვავების თავიდან ასარიდებლად“, - ვკითხულობთ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ შექმნილ „ოჯახთან და თემთან კომუნიკაციის მეთოდოლოგიაში“.

მსგავსი კრიზისის დროს საბავშვო ბაღს ევალება:

  • კრიზისის დადგომამდე შეარჩიოს ორი ან სამი ადამიანი, ვინც ყველა კრიზისის შემთხვევაში უპასუხებს მესამე მხარეების (საზოგადოება, თემი, მედია) კითხვებს. უმჯობესია, თუ ეს ადამიანები იქნებიან დაწესებულების ადმინისტრაციის თანამშრომლები.
  • კრიზისის დადგომამდე, დაწესებულების ყველა თანამშრომელმა უნდა იცოდეს, ვისთან გადაამისამართოს მესამე მხარე კითხვებზე პასუხის მისაღებად და თავად არ გამოთქვას ვარაუდები/მოსაზრებები;
  • დაუშვებელია მესამე მხარეებთან (საზოგადოება, თემი, მედია) აგრესიული დამოკიდებულება.
  • კარგი იქნება, თუ ნებისმიერ შემთხვევაში, საბავშვო ბაღი მინიმალურ პასუხს მაინც მისცემს მესამე მხარეს, ან დაუთქვამს დროს, როდის შეძლებენ კონკრეტული პასუხის გაცემას;
  • უმჯობესია, თუ შესაძლო კრიზისებთან დაკავშირებით ბაღს ექნება წინასწარ გამზადებული განცხადებები, რომელსაც არსებული კრიზისის შესაბამისად გადააკეთებს. ამით უზრუნველყოფს სწრაფ რეაგირებას და შეამცირებს დეზინფორმაციის გავრცელების რისკს.

იხილეთ ასევე:

თბილისის სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებებში 15 000-ზე მეტი ბავშვი დარეგისტრირდა - „ბაგა-ბაღებზე მოთხოვნა მაქსიმალურად დავაკმაყოფილეთ“

ბაღის თანამშრომელს ეკრძალება დამატებითი თანხის ან საჩუქრის მიღება გარდა ყვავილებისა - 9 აკრძალვა-ვალდებულება

დღის თემა
etaloni.ge
სკოლამდელი განათლება
რჩევები
საბავშვო ბაღი
პერსონა
ბებია-ბაბუები
ხელმარჯვეთა კლუბი