დღის თემა
etaloni.ge
„აღმზრდელებისთვის 66 საათიანი ტრენინგი სავალდებულო არ არის“ - ნინო ხითარიშვილი
17.09.2023

„აღმზრდელ-პედაგოგის 66 საათიანი გადამზადების ტრენინგ-მოდულის გავლა ეხება მხოლოდ აღმზრდელ-პედაგოგის პოზიციაზე დანიშნულ ადამიანს. საქართველოს კანონი იძლევა შესაძლებლობას, რომ ბაღს ჰყავდეს მხოლოდ აღმზრდელი და საერთოდ არ ჰყავდეს აღმზრდელ-პედაგოგი. თქვენ შეგიძლიათ, გყავდეთ აღმზრდელები და შესაბამისად, ამ აღმზრდელებს არ დასჭირდებათ სავალდებულო 66 საათიანი მოდულის გავლა“, - უთხრა საბავშვო ბაღების წარმომადგენლებს განათლების ხარისხის განვითარების ცენტრის ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის ხელმძღვანელმა, ნინო ხითარიშვილმა.

როგორც სკოლამდელი განათლების სპეციალისტი ამბობს, რაც შეეხება 66 საათიანი ტრენინგ-მოდულის დაფინანსებას, აღნიშნული საკითხი მათ კომპეტენციას სცილდება, რადგან ამ საკითხს მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი კურირებს. შესაბამისად, მათ, ვისაც აინტერესებს, დაფინანსდება თუ არა მათი ბაღის წარმომადგენლების ტრენინგი, ურჩევს, ამ უწყებას დაუკავშირდნენ და კვალიფიკაციის ასამაღლებლად სხვა გზასაც სთავაზობს.

„გარდა ამისა, კოლეჯების ბაზაზე, პერიოდულად არის ხოლმე შესაძლებლობა მოკლევადიანი მომზადება-გადამზადების კურსები გაიარონ აღმზრდელებმა და ეს კურსები სახელმწიფოს მიერ არის დაფინანსებული. ამიტომ, შეგიძლიათ, სანამ შესაძლებლობა გაქვთ, ისარგებლოთ“, - უთხრა ნინო ხითარიშვილმა საბავშვო ბაღების წარმომადგენლებს „ადრეული აღზრდისა და განათლების ან/და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების დაწესებულების ავტორიზაციის გზამკვლევის“ პროექტის საჯარო განხილვის დროს.

იხილეთ ასევე:

სკოლამდელი აღზრდის სპეციალისტი ბაღის თანამშრომლებს: „2024 წელი დაეთმობა თქვენს ტრენინგებს, თქვენს გაძლიერებას“

„ფუნქციურად დაიტვირთა ეზოს გარე სივრცეები, სადაც ბავშვებს ხალისიანი თავგადასავლები ელოდებათ“ - როგორ ხვდებიან საბავშვო ბაღები ახალ სასწავლო წელს

დღის თემა
etaloni.ge
სკოლამდელი განათლება
რჩევები
საბავშვო ბაღი
პერსონა
ბებია-ბაბუები
ხელმარჯვეთა კლუბი