დღის თემა
etaloni.ge
ახალი ბაღის აღსაზრდელებს მულტიდისციპლინური ჯგუფი ეხმარება - „იყენებენ მრავალფეროვან მეთოდებს ბავშვის უმტკივნეულო ადაპტაციისთვის“
19.09.2023

ახალი სასწავლო-სააღმზრდელო წლისთვის ბათუმში საბავშვო მუნიციპალური ბაღების ჩამონათვალს დაემატა N36 საბავშვო ბაღი, რომელიც 315 აღსაზრდელზეა გათვლილი.

როგორც ახლადამოქმედებული საბავშვო ბაღის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში ვკითხულობთ, თანამედროვე სტანდარტების გათვალისწინებით მოეწყო სააქტივო ასაკობრივი ჯგუფები, სადაც აღსაზრდელები ეროვნული გეგმით გათვალისწინებული პროგრამით სხვადასხვა უნარ-ჩვევებს განავითარებენ.

აღსაზრდელებს ახალ საბავშვო ბაღში დახვდათ გარე სივრცეებში სათამაშო მოედნები, თანამედროვე ატრაქციონები. დაწესებულებაში გათვალისწინებულია ბავშვთა უსაფრთხოების საერთაშორისო და ადგილობრივი კანონმდებლობით დადგენილი ნორმები, მათ შორის, სახანძრო უსაფრთხოება.

ახალი სასწავლო წლის დასაწყისში საბავშვო ბაღის მულტიდისციპლინური ჯგუფი -  ფსიქოლოგი, მეტყველების თერაპევტი, უფროსი აღმზრდელი, სპეცპედაგოგი, გამგე, - ადაპტაციის პერიოდში ეხმარება აღსაზრდელებს მოერგონ ბაღის გარემოს, იყენებენ მრავალფეროვან მეთოდებს, ინდივიდუალურ მიდგომებს ბავშვის უმტკივნეულო ადაპტაციისთვის.

საბავშვო ბაღები მომარაგებულია ყველა საჭირო ლიტერატურით და სხვადასხვა რესურსებით: აღმზრდელების სახელმძღვანელოები, განმავითარებელი სათამაშოები, საბავშვო ლიტერატურა...

„ტექნიკური რეგლამენტის თანახმად, გაწერილია ბავშვზე მორგებული კვების რაციონი, რომელიც გათვლილია აღსაზრდელთა ჯანსაღი კვებისთვის. მენიუ დაბალანსირებულია ცილა-ცხიმი , ნახშირწყლებით და დაცულია ენერგეტიკული ბალანსი, ხორცი და ხორც-პროდუქტები, ხილი და ბოსტნეული, პური და პურ-პროდუქტები.

აღსაზრდელთა რაციონში არ შედის გრძელვადიანი და კონსერვანტების შემცველი და გაყინული პროდუქტები.

სანიტარია-ჰიგიენის კუთხით მომარაგებულია სადეზინფექციო საშუალებებით, ასევე პირველადი დახმარების მედიკამენტებით და სამედიცინო ეკიპირების საშუალებებით“, - ვკითხულობთ N36 საბავშვო ბაღის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

იხილეთ ასევე:

გაიხსნა საბავშვო ბაღი, რომელსაც სამზარეულოს ლიფტები და მზის ენერგიაზე მომუშავე გარე განათების სისტემა აქვს

„ფუნქციურად დაიტვირთა ეზოს გარე სივრცეები, სადაც ბავშვებს ხალისიანი თავგადასავლები ელოდებათ“ - როგორ ხვდებიან საბავშვო ბაღები ახალ სასწავლო წელს

დღის თემა
etaloni.ge
სკოლამდელი განათლება
რჩევები
საბავშვო ბაღი
პერსონა
ბებია-ბაბუები
ხელმარჯვეთა კლუბი