დღის თემა
etaloni.ge
ბაღების სააგენტოს გოგი ჩიქოვანი აღარ უხელმძღვანელებს - თბილისის მერმა გადაწყვეტილება მიიღო
19.10.2023

დედაქალაქის მერის, კახა კალაძის განცხადებით, თბილისის მუნიციპალურ ინსპექციას გოგი ჩიქოვანი უხელმძღვანელებს. ამის შესახებ მან თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე ისაუბრა, რაც ავტომატურად ნიშნავს, რომ თბილისის ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელი აღარ ჰყავს.

ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ჩიქოვანი სააგენტოს აღარ უხელმძღვანელებს, აღნიშნულ სტრუქტურაში დადასტურდა, თუმცა ამ ეტაპზე უცნობია ახალი დირექტორის ვინაობა. სანამ ახალი კადრი დაინიშნება, თანამდებობას ჩიქოვანის რომელიმე მოადგილე დაიკავებს; ცნობილია რომ მას ორ მოადგილე ჰყავდა - ირაკლი თურმანიძე და დათა ფანჩულაია, შესაბამისად, რომელიმე მათგანი შეასრულებს ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს დირექტორის მოვალეობას.

წყარო: etaloni.ge

დღის თემა
etaloni.ge
სკოლამდელი განათლება
რჩევები
საბავშვო ბაღი
პერსონა
ბებია-ბაბუები
ხელმარჯვეთა კლუბი