დღის თემა
etaloni.ge
ბაღების თვითშეფასება დასრულდა - საბოლოო შედეგები ცნობილია
15.01.2024

განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, საბავშვო ბაღების თვითშეფასება დასრულდა.

ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების დაწესებულებებმა კანონით განსაზღვრული ვალდებულება შეასრულეს.

2023 წელს სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრში 2047-მა (1747 საჯარო და 310 კერძო) მოქმედმა საბავშვო ბაღმა წარადგინა თვითშეფასება, რაც ბაღებისთვის ფუნქციონირების გაგრძელების კანონით გათვალისწინებულ საფუძველს წარმოადგენს.

აღსანიშნავია, რომ თვითშეფასებები ბაღების დიაგნოსტიკური თვითშეფასების ხელშეწყობის ქვეპროგრამის ფარგლებში განხორციელდა.

2024 წელს, თვითშეფასებების ანალიზის შედეგები საფუძვლად დაედება ბაღების ავტორიზაციის გავლის განრიგის შემუშავებას.

დღის თემა
etaloni.ge
სკოლამდელი განათლება
რჩევები
საბავშვო ბაღი
პერსონა
ბებია-ბაბუები
ხელმარჯვეთა კლუბი