დღის თემა
etaloni.ge
12 წესი საბავშვო ბაღის პედაგოგებისთვის
04.01.2023

ქვეყანაში საბავშვო ბაღების აღმზრდელ-პედაგოგთა გადამზადება  თანამედროვე სკოლამდელი მეთოდოლოგიის „ჰარტის“ პროგრამის მიხედვით მიმდინარეობს.

მოგეხსენებათ, „ჰარტის“ პროგრამა წარმოადგენს ხელოვნებაზე დაფუძნებულ მიდგომას და მიზნად ისახავს სერიოზული ან ქრონიკული სტრესის ქვეშ მყოფი ბავშვებისთვის დახმარების გაწევას. პროგრამაში გამოყენებულია ხელოვნების სხვადასხვა დარგი ბავშვების განცდილი გრძნობების აღქმასა და გადმოცემაში დასახმარებლად. ეს გახლავთ ხელოვნებაზე დაფუძნებული მიდგომა, რაც პატარებს ეხმარება გაუმკლავდნენ სტრესს და ისწავლონ და განვითარდნენ კრეატიულად და გართობით.

გთავაზობთ „ჰარტის“ პროგრამის 12 ძირითად მითითებას, რომელთა განხორციელება ხელს უწყობს ბავშვების კეთილდღეობას. შეეცადეთ, გააცნოთ ეს წესები ბავშვებს და წაახალისეთ ისინი, რომ ეს მითითებები შეძლებისდაგვარად დაიცვან. შეგიძლიათ, ეს თქვენი ჯგუფის წესების ნაწილი გახადოთ.

12 წესი:

1. გახსოვდეთ, რომ ყველა სახის ხელოვნება კარგი ხელოვნებაა. ნუ განსჯით ან შეაფასებთ ბავშვების ნამუშევრებს.

2. წინასწარ უზრუნველყავით აქტივობის ორგანიზება და მასალის მომზადება. დარწმუნდით, რომ საკმარისი დრო გაქვთ აქტივობის ყველა ეტაპის დასასრულებლად, გაზიარების ეტაპის ჩათვლით.

3. ისაუბრეთ ნაზი ტონით, რათა ბავშვმა იგრძნოს თქვენი მხარდაჭერა და თავი - უსაფრთხოდ.

4. არ დააძალოთ ბავშვს მონაწილეობის მიღება. შესთავაზეთ და მოიწვიეთ მიიღოს მონაწილეობა. დასრულების შემდეგ კი მადლობა გადაუხადეთ ძალისხმევისთვის. არ შეუსწოროთ ბავშვს და ნუ ასწავლით მას, რა როგორ გააკეთოს. საშუალება მიეცით, რომ თავად გაარკვიოს და აღმოაჩინოს, როგორ უნდა დახატოს, გამოძერწოს და ა.შ.

5. არ შეუსწოროთ ბავშვს და ნუ ასწავლით მას, რა როგორ გააკეთოს. საშუალება მიეცით, რომ თავად გაარკვიოს და აღმოაჩინოს, როგორ უნდა დახატოს, გამოძერწოს და ა.შ.

6. იყავით კარგი მსმენელი - ყურადღებით მოუსმინეთ ბავშვს, რომ გამოხატოს საკუთარი თავი.

7. ნუ ივარაუდებთ, რისი გადმოცემა სურს ბავშვს ხელოვნების მეშვეობით. სთხოვეთ მას ამის ახსნა და გაზიარება.

8. დაიცავით კონფიდენციალურობა.

9. დაუშვებელია სურათებისა და ვიდეოს გადაღება ნებართვის გარეშე.

10. იზრუნეთ შემოქმედებითი აქტივობის განსახორციელებლად საჭირო მასალების შენახვასა და მოვლაზე. უზრუნველყავით ამ ქცევის მოდელირება ბავშვებში – ერთად დაალაგეთ ისინი სპეციალურად გამოყოფილ ადგილზე.

11. იზრუნეთ საკუთარ თავზე, იპოვეთ სტრესთან გამკლავების საკუთარი გზა, რომ მზად იყოთ და შეძლოთ ბავშვების დახმარება. საკუთარ თავზე ზრუნვასთან დაკავშირებული ეს რჩევა ძალიან მნიშვნელოვანია. ამიტომ, ტრენინგის განმავლობაში ყოველი დღის ბოლოს მონაწილეებს ეძლევათ დავალება, რომ გამონახონ დრო იმისთვის, რომ ასიამოვნონ საკუთარ თავს, გამოხატონ საკუთარი გრძნობები, დაისვენონ, დაფიქრდნენ, გაერთონ ან უბრალოდ იურთიერთონ საყვარელ ადამიანებთან.

12. „ჰარტის“ პროგრამის ფასილიტატორი არ არის თერაპევტი. ის არის კარგი მსმენელი და აძლევს ბავშვებს სახვითი ხელოვნების აქტივობებში ჩართვის საშუალებას, მაგრამ მისი როლი აქ არ მთავრდება. თუ ფასილიტატორი შეამჩნევს, რომ ბავშვს სერიოზული პრობლემა აქვს (საფრთხის/პრობლემის არსებობის ნიშანი) და მას არ შეუძლია დახმარების აღმოჩენა, ის გააგზავნის ბავშვს შესაბამის პროფესიონალთან დამატებითი დახმარების მისაღებად.

იხილეთ ასევე:

რას მოიცავს თანამედროვე მეთოდოლოგია, რომლითაც საბავშვო ბაღების აღმზრდელ-პედაგოგების გადამზადება მიმდინარეობს

როგორ უნდა მოიქცეს აღმზრდელ-პედაგოგი საბავშვო ბაღში აქტივობის განხორციელებისას - რეკომენდაციები

დღის თემა
etaloni.ge
სკოლამდელი განათლება
რჩევები
საბავშვო ბაღი
პერსონა
ბებია-ბაბუები
ხელმარჯვეთა კლუბი