დღის თემა
etaloni.ge
„სიამოვნებით ვიქნებოდი აღმზრდელი, ალბათ ყველაზე კარგი და სათუთი პროფესიაა“ – მშობლები საბავშვო ბაღში აღმზრდელის როლს ირგებენ
16.02.2023
ახალციხის მუნიციპალიტეტის საბავშვო ბაგა-ბაღებში ყოველი კვირის ხუთშაბათს პროექტი „მშობლის საათი“ ხორციელდება.
.
„მშობლის საათი“ არის სწორედ ის ინიციატოვა, რომელიც ხელს უწყობს სააღმზრდელო პროცესში ოჯახების აქტიურად ჩართულობას. მშობელს აქვს საშუალება თავად მოიფიქროს აქტივობა და შესთავაზოს ბავშვებს, მინიმალური რესურსის გამოყენებით. სააღმზრდელო ჯგუფებში გატარებული ერთი საათი სახალისო და ამავდროულად განმავითარებელია ჩვენი პატარებისათვის. მშობლების აქტიური ჩართულობა ბავშვებისათვის სააღმზრდელო პროცესს უფრო მრავალფეროვანს და სახალისოს ხდის", - იტყობინება ახალციხის მუნიციპალიტეტის სკოლამდელი აღზრდის დაწესებულება.

ახალციხის მე-5 საჯარო ბაღის აღსაზრდელის, მერაბ ბალიაშვილის მშობელი, ხატია ბერიძე საბავშვო ბაღში მშობლის სტატუსით იყო მიწვეული. ხატიამ გადაწყვიტა, ბავშვებთან სხვადასხვა პროფესიებზე ესაუბრა.

მშობელი skolamdelebi.ge-ს იმ ემოციებზე მოუყვა, რაც საბავშვო ბაღში განიცადა.

„ბავშვებს პროფესიებზე ვესაუბრე. ავუხსენი, მასწავლებლისა თუ მეხანძრის პროფესია როგორია და ვკითხე, ვის რა უნდა, რომ გამოვიდეს. გასაფერადებლები დავურიგე და გააფერადეს იმ მახასიათებლის მიხედვით, ვისაც რომელი პროფესია მოსწონდა. მერე სხვადასხვა ნივთების ფოტოები ვაჩვენე და ვთხოვდი, გამოეცნოთ, ამ ნივთებიდან, მაგალითად, მეხანძრეს თუ ჯარისკაცს რა დასჭირდებოდა. ყველამ სწორად მიპასუხა.

ძალიან სასიამოვნო გარემო იყო საბავშვო ბაღში. თან, გავიგე, ჩემი შვილი რა გარემოში იზრდება, სხვა ბავშვები როგორ არიან განვითარებულები, ხომ არ იყო მერაბიკო რაიმეში ჩამორჩენილი და ა.შ. ასევე, გავიგე, რომ სახლში უფრო ცელქია, ვიდრე ბაღში. თურმე ბაღში ყველაფერს ჭამს, როცა სახლში ყველა კერძს მიწუნებს. ისეთი დადებითი ემოციებით წამოვედი... ბავშვები მეხუტებოდნენ, მკოცნიდნენ... სიამოვნებით ვიქნებოდი აღმზრდელი. ალბათ ყველაზე კარგი და სათუთი პროფესიაა. მასწავლებლებიც კარგად გავიცანი და მათ მეთოდებს დავაკვირდი, რომ სახლშიც გავითვალისწინო ბევრი რამ“, - გვითხრა ხატია ბერიძემ.

იხილეთ ასევე:

„მამები კითხულობენ ზღაპარს“ – პროექტი საბავშვო ბაღებში მშობლების ჩართულობით


ბავშვები არ „ფუჭდებიან“ ალერსით ან ყურადღებით - როდესაც ბავშვს ჩავიხუტებთ, მისი ტვინი გამოყოფს „კარგად ყოფნის“ ნივთიერებას
დღის თემა
etaloni.ge
სკოლამდელი განათლება
რჩევები
საბავშვო ბაღი
პერსონა
ბებია-ბაბუები
ხელმარჯვეთა კლუბი