დღის თემა
etaloni.ge
„ამ პრეპარეტებმა ბავშვებში შეიძლება კანის ნეკროზები და ცელულიტები გამოიწვიოს“ - თემურ მიქელაძე მშობლებს აფრთხილებს
19.02.2023

საქართველოში მწვავე ვირუსული დაავადება, ჩუტყვავილაა მოდებული, რომელიც ძირითადად მცირეწლოვან და სკოლის ასაკის ბავშვებში ვრცელდება. „იმედის“ ინფორმაციით, მოზრდილი ასაკის პაციენტებში ვირუსის გართულების რამდენიმე შემთხვევაც გამოვლინდა.

პედიატრი თემურ მიქელაძე განმარტავს, როგორ უნდა მოიქცნენ მშობლები ბავშვების ინფიცირების შემთხვევაში.

„ბავშვებისთვის რჩევა არის სიცხის დამწევი საშუალებები, თუ არის მაღალი ტემპერატურა - 39.5 და ზევით. ვურჩევთ, რომ გამოიყენონ პარაცეტამოლის და არა იბუპროფენის ჯგუფის პრეპარატები, რამეთუ იბუპროფენმა შეიძლება მეორადად კანის ნეკროზები და ცელულიტები გამოიწვიოს.

პარალელურად, ბავშვებმა უნდა მიიღონ დიდი რაოდენობით სითხე. გამოვიყენოთ ინდიფერენტული, თუთის შემცველი მალამოები. არ უნდა შევღებოთ ბავშვები სხვადასხვა მწვანე, წითელი და ლურჯი ფერის სითხეებით. გავრცელებულია მითები, რომ არ შეიძლება ჩუტყვავილას დროს დაბანა. აუცილებელია დაბანა, რომ მეორადად არ მოხდეს ინფექციის შეჭრა. ეს არ არის რაღაც განსაკუთრებული შემთხვევები, უბრალოდ ორწლიანმა პანდემიამ ბავშვებსაც, მშობლებსაც, ექიმებსაც გადაგვავიწყა ის ინფექციები, რაც მანამდე იყო“, - ამბობს მიქელაძე.

იხილეთ ასევე:

როგორ უნდა მოიქცეთ, რომ ჩუტყვავილას გამონაყარი ბავშვს შრამად არ დარჩეს - ექიმის რჩევები

რიტუალები და სიმღერა, რომელსაც არამატერიალური ძეგლის სტატუსი მიენიჭა - „ბატონების საამებლად შესრულებული წეს-ჩვეულებები ბავშვებისთვის შედეგიანი იყო“


დღის თემა
etaloni.ge
სკოლამდელი განათლება
რჩევები
საბავშვო ბაღი
პერსონა
ბებია-ბაბუები
ხელმარჯვეთა კლუბი