დღის თემა
etaloni.ge
დირექტორი ბაღში მიღებაზე „პამპერსიან“ ბავშვს უარს ვერ ეტყვის - სააგენტოს განმარტება
14.09.2022

თბილისის საბავშვო ბაღებში სააღმზრდელო პროცესი 15 სექტემბერს იწყება; მანამდე კი ბაღების დირექტორების ნაწილი მშობლებს წინასწარ ხვდება და როგორც etaloni.ge-ს რამდენიმე მათგანმა მიაწოდა ინფორმაცია, ბაღის ხელმძღვანელთა ნაწილმა პირდაპირ გამოუცხადა - თუ აღსაზრდელს საფენი უკეთია, დაწესებულებაში მის მიღებაზე უარი უნდა გითხრათ - ამ საკითხს შიდაგანაწესი არეგულირებსო.

საკითხის აქტუალობიდან გამომდინარე, დეტალების გასარკვევად, თბილისის ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს მივმართეთ;საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში გვიპასუხეს, რომ „პამპერსზე“ დამოკიდებული ბავშვის ბაღში მიღებაზე უარის თქმის უფლება ხელმძღვანელს არ აქვს:

„ბაღი საღმზრდელო-საგანმანათლებლო დაწესებულებაა; აქ ბავშვები საჭირო უნარ-ჩვევებს ითვისებენ და ჩვენი მოვალეობაა მათ განვითარებაზე ზრუნვა! აქედან გამომდინარე, იმის გამო, რომ ბავშვს პამპერსი უკეთია, მის მიღებაზე დირექტორი უარს ვერ იტყვის!“

დღის თემა
etaloni.ge
სკოლამდელი განათლება
რჩევები
საბავშვო ბაღი
პერსონა
ბებია-ბაბუები
ხელმარჯვეთა კლუბი