დღის თემა
etaloni.ge
სტომატოლოგის ასისტენტი ძაღლი ბავშვებს ექიმთან ვიზიტის დროს ეხუტება
22.02.2023

ძაღლის მოვლა და მასთან ჩახუტება რომ სტრესს შველის, ყველასთვის ცნობილი ამბავია. ძაღლები ადამიანებს რთულ მომენტებში ანუგეშებენ და მათსავით განიცდიან.

ახლა კი, მსოფლიოში ცნობილ ერთ-ერთ ძაღლზე, ალდოზე გიამბობთ, რომელიც, არც მეტი და არც ნაკლები, სტომატოლოგიურ კლინიკაში მუშაობს.

ეკვადორში სტომატოლოგიურმა კლინიკამ ძაღლების ეს სუპერძალა გამოიყენა, რათა ბავშვ პაციენტებს დახმარებოდნენ შიშის დაძლევაში.

კლინიკა Parque Dental-მა ალდოს სტომატოლოგის ასისტენტი ძაღლი დაარქვა. კლინიკის ინსტაგრამის გვერდი გადავსებულია ძაღლის სხვადასხვა ფოტოებით და ვიდეოებით, რამაც ალდო მსოფლიოში ცნობილი გახადა.

ალდო გაწვრთნეს, როგორც ემოციური მხარდაჭერი ძაღლი განსაკუთრებული უნარებით, რათა იურთიერთოს ბავშვებთან. ის მკურნალობის პროცესში ბავშვებთან ერთადაა და მათ ეხუტება. ეს კი პატარებს ეხმარება ნერვიულობის და სტრესის დაძლევაში, აუმჯობესებს მათი კონცენტრაციისა და კომუნიკაციის უნარს და ზრდის სტომატოლოგისადმი ნდობასაც.

ალდოს სიყვარული ბავშვების მიმართ იმდენად ძლიერია, რომ პატარებს ექიმის აღარ ეშინიათ და კლინიკაში სიხარულით მირბიან, რომ მეგობარს ჩაეხუტონ. ბავშვებმა იციან, რომ ალდო მათ გვერდით იქნება და ვერავინ მიაყენებთ ტკივილს.

იხილეთ ფოტოები:

დღის თემა
etaloni.ge
სკოლამდელი განათლება
რჩევები
საბავშვო ბაღი
პერსონა
ბებია-ბაბუები
ხელმარჯვეთა კლუბი