დღის თემა
etaloni.ge
სკოლამდელი დაწესებულებებისთვის ახალი სტანდარტი ამოქმედდა
22.02.2023

ადრეული აღზრდისა და განათლების ან/და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების დაწესებულების მიერ ავტორიზაციის გავლის, აგრეთვე დაწესებულების ავტორიზაციის შეჩერებისა და შეწყვეტის დროებითი წესის დამტკიცდა. დადგენილებას პრემიერმინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ხელი 21 თებერვალს მოაწერა და ის უკვე ძალაშია.

განისაზღვრა სკოლამდელი დაწესებულებების რეგულირების სფერო, პროგრამის სახეები და განხორციელების ფორმები, დაწესებულების თვითშეფასება, მუნიციპალიტეტის უფლებამოსილება, ავტორიზაციის სტანდარტები, დაწესებულების სტატუსის მაძიებლის ავტორიზაციის სტანდარტებთან შესაბამისობის შეფასება, სტანდარტის კომპონენტის შეფასების სკალა, ავტორიზაციის საბჭოს საქმიანობის წესი და პრინციპები, ავტორიზაციასთან დაკავშირებული ადმინისტრაციული წარმოების ვადა, დაწესებულების შენობის ინფრასტრუქტურისა და მატერიალურ-ტექნიკური ბაზის მოწყობის შესახებ მოთხოვნები, მოთხოვნები ფიზიკური უსაფრთხოების დაცვასთან დაკავშირებით და ა.შ.

აღნიშნული დადგენილება გარდამავალ პერიოდში ადგენს საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად დაფუძნებული იურიდიული პირისათვის ადრეული აღზრდისა და განათლების ან/და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების დაწესებულების  სტატუსის მოპოვების მიზნით ავტორიზაციის სტანდარტებს, ავტორიზაციის სტანდარტების დაკმაყოფილების პირობებსა და პროცედურას, ასევე ავტორიზაციის სტანდარტებთან შესაბამისობის დადგენის მიზნით მონიტორინგის განხორციელების პროცედურას.

ახალი დადგენილების მიხედვით, ავტორიზაციის სტანდარტებია:

  1. დაწესებულების მისია და სტრატეგიული განვითარება;
  2. კურიკულუმი;
  3. ოჯახისა და თემის ჩართულობა;
  4. სააღმზრდელო და საგანმანათლებლო პროცესის მხარდაჭერა.

ახალი წესით, დაწესებულება დაკომპლექტებული უნდა იყოს  პერსონალით, რომელიც უზრუნველყოფს დაწესებულების მდგრად ფუნქციონირებას და ითვალისწინებს ბავშვთა ინდივიდუალურ საჭიროებებს, პერსონალის კვალიფიკაცია უნდა შეესაბამებოდეს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს, ბავშვთან მომუშავე საგანმანათლებლო პერსონალს უნდა ჰქონდეს პირველადი გადაუდებელი დახმარების აღმოჩენის კომპეტენცია.

დაწესებულებას კი ევალება, იზრუნოს პერსონალის უწყვეტ პროფესიულ განვითარებაზე და უზრუნველყოს პროფესიული განვითარების მიზნით პერსონალის საქმიანობის შეფასება და საჭიროებათა მოკვლევა.

ახალი დადგენილება იხილეთ აქ მითითებულ ბმულზე.

იხილეთ ასევე:

განათლების სამინისტრო საბავშვო ბაღებში გადამზადებულ კადრებს გაგზავნის - დაგიგეგმავთ მიზნობრივ დახმარებებს და ხელშემწყობ აქტივობებს

აღრიცხულია 1705 საჯარო და 240 კერძო საბავშვო ბაღი - რეგისტრაციის შედეგები გამოქვეყნდა

დღის თემა
etaloni.ge
სკოლამდელი განათლება
რჩევები
საბავშვო ბაღი
პერსონა
ბებია-ბაბუები
ხელმარჯვეთა კლუბი