დღის თემა
etaloni.ge
გოგრის სუპ-პიურე - რეცეპტი
04.03.2023

გოგრა ერთ-ერთი ყველაზე მდიდარი პროდუქტია მიკროელემენტებითა და მინერალებით, რასაც დიდი სარგებელიც მოაქვს.

გოგრა განსაკუთრებით სასარგებლოა პატარებისთვის.

იმისთვის, რომ თქვენს პატარას ვიტამინებით სავსე საკვებით გაუმასპინძლდეთ და მათაც გემრიელად მიირთვან, სამედიცინო სამსახურ „მრჩეველის“ მიერ, სპეციალურად ბავშვებისთვის, ჯანსაღი კვების ძირითადი პრინციპებით შექმნილ სახელმძღვანელოში მოცემული რეცეპტს შემოგთავაზებთ.

ინგრედიენტები:

გოგრა – 1 ცალი, საშუალო ზომის, 900 გრამი.

კარტოფილი – 1 ცალი, საშუალო ზომის, 200 გრამი.

სტაფილო – 1 ცალი, საშუალო ზომის, 90 გრამი.

ხახვი – 1 ცალი, საშუალო ზომის, 75 გრამი.

ზეთი – 2 ს/კ.

წყალი – 1 ლიტრი.

მომზადების წესი:

ზეთში მოშუშეთ კუბებად დაჭრილი ბოსტნეული, სანამ ოქროსფერი არ გახდება. დაასხით მდუღარე წყალი. ხარშეთ ბოსტნეული დარბილებამდე. დააბლენდერეთ, შეაზავეთ მცირე რაოდენობის მარილით. თეფშზე შეგიძლიათ მორთოთ ცოტაოდენი დაბალცხიმიანი არაჟნით ან ნაღებით.

იხლეთ ასევე:

ჯანსაღი და გემრიელი „ოლადები“ ბავშვებისთვის - რეცეპტები

რის შეტანა იკრძალება საბავშვო ბაღებში - ჩამონათვალი

დღის თემა
etaloni.ge
სკოლამდელი განათლება
რჩევები
საბავშვო ბაღი
პერსონა
ბებია-ბაბუები
ხელმარჯვეთა კლუბი