დღის თემა
etaloni.ge
ბაღებში კოვიდტესტირება სავალდებულოდ რჩება - საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრი
15.09.2022

სააღმზრდელო პროცესი თბილისის ბაღებში 15 სექტემბერს განახლდა და როგორც ოფიციალურად გახდა ცნობილი, გარკვეული რეგულაციები შემსუბუქდა, თუმცა, როგორც etaloni.ge-მ გაარკვია, აღმზრდელები და ბაღის სხვა პერსონალი კვლავ ექვემდებარება სავალდებულო კოვიდტესტირებას.

საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ხელმძღვანელის, ციცო დილებაშვილის განცხადებით, აღმზრდელები კვირაში ერთხელ უნდა დაიტესტონ; მიუხედავად იმისა, ჯერჯერობით ტესტების საჭირო რაოდენობა არ აქვთ, მალე მარაგი შეივსება:

„სკოლის მასწავლებლებისთვის კოვიდტესტირება გაუქმდა, თუმცა ბაღის აღმზრდელები აუცილებლად უნდა დაიტესტონ; იქიდან გამომდინარე, რომ არსებული პროტოკოლით, ინფიცირებულთან კონტაქტი იზოლაციაში აღარ გადადის, კოვიდტესტირების სრულად გაუქმება არასწორად მიგვაჩნია; ბაღის ბავშვებს პირბადეებს ვერ გავუკეთებთ და ეს ზომა, უსაფრთხოებისთვის საჭიროა“.

საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრი, ასევე, ყველა აღმზრდელსა და მშობელს აფრთხილებს - ნებისმიერი სიმპტომის შემთხვევაში არ მივიდნენ სააღმზრდელო დაწესებულებაში, სხვაგვარად ბავშვებს ვერ დავიცავთ:

„სანამ ტესტების მარაგი შეივსება, მაქსიმალურად უნდა გავფრთხილდეთ ყველა; ჩვენ გავგზავნეთ რეკომენდაციები სააგენტოში და ისინი ბაღებს გააფრთხილებენ... არავითარ შემთვევაში, მშობელმა ბავშვი, თუმდაც მცირედი სიმპტომის გამოვლენისას, არ უნდა მიიყვანოს ბაღში... იგივე წესი ვრცელდება ბაღის პერსონალზეც“.

დღის თემა
etaloni.ge
სკოლამდელი განათლება
რჩევები
საბავშვო ბაღი
პერსონა
ბებია-ბაბუები
ხელმარჯვეთა კლუბი