დღის თემა
etaloni.ge
„საძინებელი პირობების არქონის გამო 2-3 წლამდე ბავშვებს ბაღში ვერ იღებენ... “
28.09.2022

აბაშის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილებით, ბიუჯეტში ცვლილება შევიდა, რომლის მიხედვითაც ერთ-ერთ პრიორიტეტულ მიმართულებად სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებების ხელშეწყობა განისაზღვრა.

ოფიციალური ინფორმაციით, დღეის მდგომარეობით ფუნქციონირებს 20 საბავშვო ბაღი, სადაც ჩარიცხულია 610 აღსაზრდელი, რაც მოიცავს ჩასარიცხ მსურველთა 85%-ს; დოკუმენტში ნათქვამია, რომ „საძინებელი პირობების უქონლობის გამო 2-3 წლამდე ასაკის ბავშვების მიღება საბავშვო ბაღებში ვერ ხერხდება, კონტინგენტის ჩარიცხვისას უპირატესობა ენიჭება მრავალშვილიან, სოციალურად დაუცველ ოჯახებს“.

აბაშის მუნიციპალიტეტის სკოლამდელ დაწესებულებათა გაერთიანებაში დასაქმებულია 224 თანამშრომელი; მ.შ 19 საბავშვო ბაღის უფროსი; აღმზრდელ-პედაგოგი და შემცვლელი 54; აღმზრდელი თანაშემწე 29; მზარეული 26 და სხვა ადმინისტრაციული და დამხმარე ტექნიკური პერსონალი; ხორციელდება სასკოლო მზაობის პროგრამა. სახანძრო უსაფრთხოების წესების დაცვა და რეკომენდაციების შესაბამისად საბავშვო ბაღების შიდა სივრცეების მოწყობა. კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით სანიტარულ-ჰიგიენური პირობების უზრუნველყოფა. სამედიცინო ფსიქოლოგოგიური და ლოგოპედური მომსახურეობა, საბავშვო ბაღებში HACCP სისტემის დანერგვა, პერსონალთა ინდივიდუალური კარადებით უზრუნველყოფა. აღმზრდელ-პედაგოგთა სასერთიფიკაციო ტრენინგებში მონაწილეობა. საბავშვო ბაღების მატერიალურ-ტექნიკური ბაზის მოწყობა მოქმედი სტანდარტების მოთხოვნების გათვალისწინებით;

ბავშვთა კვება ძირითადად შეესაბამება რეგლამენტით გათვალისწინებულ მოთხოვნებს; კვება არის სამჯერადი; წელიწადში ერთხელ, სწავლის დაწყებამდე ტარდება წყლის ლაბორატორიული გამოკვლევა, გაზიფიცირებულია 5 ს/ბაღი.

მუნიციპალიტეტში არსებული სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებების მომსახურებით წლის განმავლობაში სარგებლობს მუნიციპალიტეტში მცხოვრები 610-მდე შესაბამისი ასაკის ბავშვი, რაც მუნიციპალიტეტში მცხოვრები ამ ასაკის ბავშვების 80%-შეადგენს.

დღის თემა
etaloni.ge
სკოლამდელი განათლება
რჩევები
საბავშვო ბაღი
პერსონა
ბებია-ბაბუები
ხელმარჯვეთა კლუბი