დღის თემა
etaloni.ge
ირაკლი ღარიბაშვილი: ყველა ბავშვის მკურნალობა სრულად დაფინანსდება სახელმწიფოს მიერ
24.04.2023

დაახლოებით, 30 მილიონ ლარამდე თანხით ვაფინანსებთ ყველა დიაბეტიან ბავშვს. წელს ჩვენ ეს სერვისები კიდევ უფრო გავაფართოვეთ, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე, დიაბეტით დაავადებული ბავშვების მკურნალობის პროგრამაზე საუბრისას განაცხადა.

„დაახლოებით, 30 მლნ ლარამდე თანხით ვაფინანსებთ ყველა დიაბეტიან ბავშვს. წელს ჩვენ ეს სერვისები კიდევ უფრო გავაფართოვეთ. უფრო მეტიც, ყველა საჭიროებისა, რაც მათ სჭირდებათ, ანალიზებისა და მკურნალობისა, ყველაფერს სრულად ვაფინანსებთ. ჩვენ ასევე შემოვიტანეთ მონიტორინგის სერვისები, რომელიც მუდმივად ზომავს გლუკოზის დონეს ბავშვებში. ჩვენ მაქიმუმს ვაკეთებთ, რაც შეგვიძლია. ამიტომ, მიუღებელია ის დეზინფორმაცია და კრიტიკა, რაც ამ დღეების განმავლობაში ვრცელდება“, - განაცხადა ღარიბაშვილმა.

პრემიერმა 300 ონკოლოგიური დაავადების მქონე პაციენტებზეც ისაუბრა და განაცხადა, რომ ბავშვების მკურნალობა სრულად დაფინანსდება სახელმწიფოს მიერ მათ მიერ შერჩეულ საუკეთესო კლინიკებში მთელ მსოფლიოში.

„მოგეხსენებათ, რომ საქართველოში დაახლოებით 300-მდე ონკოლოგიური დიაგნოზის მქონე ბავშვი გვყავს, რომელთაც, რა თქმა უნდა, ჩვენი სახელმწიფო აფინანსებს, მკურნალობს, მათთვის გამოყოფილია 10 მილიონი ლარი წელიწადში, მაგრამ ისიც მოგეხსენებათ, რომ საქართველოში დღეს სამწუხაროდ, ყველა ის პირობა არ არის შექმნილი, რომ სრულყოფილი და ხარისხიანი, მაღალი სტანდარტის სერვისები მივაწოდოთ. ხშირ შემთხვევაში გვჭირდება ამ ბავშვების მკურნალობა საზღვარგარეთ. ისეთი სერვისები, როგორიც არის თუნდაც პლოტონური თერაპია, დასხივება და ასე შემდეგ, რომელიც მრავალი ათასი ამერიკული დოლარი ჯდება, ყოველ შემთხვევაში, შეიძლება, 10 000 ევრო დაჯდეს ერთი კურსი. რა თქმა უნდა, ამის საშუალება ჩვენს მოქალაქეებს არ აქვთ, ყველას არ აქვს ამის საშუალება და სახელმწიფოსაც არ აქვს, რადგან ჩვენ გვაქვს ამ მიმართულებით გარკვეული შეზღუდვები, რეფერალური მომსახურების სახელმწიფო პროგრამით ფინანსდება ასეთი მომსახურება, ამიტომ ეს საკითხი იყო მოუწესრიგებელი და გადაუწყვეტელი. ჩვენი გადაწყვეტილებით, 300 ონკოლოგიური პაციენტი, ბავშვი სრულად დაფინანსდება სახელმწიფოს მიერ. ჩვენ შერჩეული გვაქვს, გამოკვეთილი არის საუკეთესო კლინიკა მთელს მსოფლიოში, სადაც მოხდება ამ ბავშვების მკურნალობა... ონკოლოგიური დიაგნოზის მქონე ყველა ბავშვი დაფინანსდება სახელმწიფოს მიერ. ეს არის დაახლოებით 300 ბავშვი. საქმე ეხება სიცოცხლის გადარჩენას და რა თქმა უნდა, ჩვენი ვალია, ყველა ასეთ ადამიანს დავეხმაროთ. ძალიან კარგია, რომ ჩვენ შევძელით და გამოვნახეთ სათანადო სახსრები, თანხები ამ მიზნით. აქვე მინდა, შეგახსენოთ, რომ რამდენიმე წლის წინ, ჩემი ინიციატივით, დავაფუძნეთ სოლიდარობის ფონდი, 25 მილიონი ლარის ფარგლებში დავაფინანსეთ ათასამდე ბენეფიციარი ბავშვის მკურნალობა, ონკოლოგიური პაციენტები და ახლა უკვე ამ პროგრამის შემდეგ არცერთ ბავშვს არ ექნება დაფინანსების პრობლემა, არცერთ ოჯახს არ შეექმნება პრობლემა. ყველას ვუმკურნალებთ საუკეთესო კლინიკებში, რომელიც აღიარებულია მთელს მსოფლიოში“, – განაცხადა ღარიბაშვილმა.

იხილეთ ასევე: 

„უარს არ გეუბნებით მედიკამენტის დაფინანსებაზე“ - პრემიერმინისტრმა აქონდროპლაზიით დაავადებული ბავშვების მშობლებს მოთმინებისკენ მოუწოდა

აუტიზმის ნიშნები 6 თვის ასაკიდან - რაზე ითხოვენ პედიატრი ძმები ყურადღების გამახვილებას

დღის თემა
etaloni.ge
სკოლამდელი განათლება
რჩევები
საბავშვო ბაღი
პერსონა
ბებია-ბაბუები
ხელმარჯვეთა კლუბი