დღის თემა
etaloni.ge
ხიდან ხეზე მოხტუნავე ციყვები და ბარათებზე გამოსახული მცენარეების ნანახთან დაკავშირება - აქტივობა, საბავშვო ბაღში
25.04.2023

თბილსის 150-ე საბავშვო ბაგა-ბაღის №5 ჯგუფში, დედამიწის დღის კვირეულის ფარგლებში, მოეწყო გასვლითი ღონისძიება ქალაქის ბოტანკურ ბაღში.

როგორც საბავშვო ბაღის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, ექსკურსიის ფარგლებში, აღსაზრდელები ეწვივნენ ბოტანიკურ ბაღს და გიდის წინამძღოლობით გაეცნენ იქ არსებულ მცენარეთა სამყაროს - როგორც ადგილობრივ, ისე უცხოეთიდან ჩამოტანილ მცენარეებს. „პატარები განსაკუთრებით აღაფრთოვანა ჩანჩექრის ხილვამ. მათი ჟრიამული ვიზიტორთა ყურადღებასაც კი იპყრობდა. აგრეთვე გამორჩეული სიხალისე შემატა ბავშვებს ხიდან ხეზე მოხტუნავე ციყვების ხილვამ. მსვლელობის დასასრულს, ექსკურსიამძღოლის და ორგანიზატორების ჩართულობით, ბავშვები ჩაერთნენ ჯგუფურ თამაშში, რომლის მიზანიც იყო ბარათებზე გამოსახული მცენარეების ბოტანიკურ ბაღში ნანახთან დაკავშირება. აღსაზრდელებმა ხალისით მიიღეს მონაწილეობა შეჯიბრში და წარმატებით გაართვეს თავი. ბოლოს კი მადლობის ნიშნად, გუნდური სიმღერაც შეასრულეს“, - იუწყება 150-ე საბავშვო ბაღი.

იხილეთ ასევე:

რაზე ოცნებობს თბილისში საბავშვო ბაღის ერთადერთი მამაკაცი დირექტორი - „მინდა, გვქონდეს დიდი ზომის მანქანები, ტრაქტორები, ვეფხვები და ლომები“

როგორ დავეხმაროთ სკოლამდელი ასაკის ბავშვებს შემეცნების განვითარებაში - რეკომენდაციები

დღის თემა
etaloni.ge
სკოლამდელი განათლება
რჩევები
საბავშვო ბაღი
პერსონა
ბებია-ბაბუები
ხელმარჯვეთა კლუბი