დღის თემა
etaloni.ge
როგორი უნდა იყოს საბავშვო ბაღის ეზო
26.10.2022

ბაღის ეზო ის ადგილია, სადაც ჯანსაღი ცხოვრების ნორმების დაცვა ძალიან მნიშვნელოვანია, რაც იმაში გამოიხატება, რომ ბავშვების უსაფრთხოების დასაცავად, ინვენტარი, რომელიც ეზოში გვაქვს, გამართული და მუშა მდგომარეობაში უნდა იყოს.

ასევე მნიშვნელოვანია, ეზოში არსებული საქვიშეების გადახურვა, რათა იმ დროს, როცა ბავშვები არ თამაშობენ, ქვიშა ცხოველებმა და ფრინველებმა არ დააბინძურონ.

ბაღის ეზო ისე უნდა იყოს შემოღობილი, რომ იქ ქუჩის ცხოველებმა შეღწევა ვერ მოახერხონ. საყურადღებოა ასევე ეზოს მცენარეებიც. დაუშვებელია, საბავშვო ბაღის ეზოში იყოს ისეთი მცენარეები, რომელთა ნაყოფი, ყვავილის მტვერი ან სუნი მომწამლავია. ასევე გასათვალისწინებელია ზოგიერთი ბავშვის ალერგიული ფონი ეზოს მცენარეების მიმართ.

დღის თემა
etaloni.ge
სკოლამდელი განათლება
რჩევები
საბავშვო ბაღი
პერსონა
ბებია-ბაბუები
ხელმარჯვეთა კლუბი