დღის თემა
etaloni.ge
სკოლამდელი განათლების საბჭოს წევრებს განათლების კომიტეტის თავმჯდომარემ გაფრთხილება მისცა - „არ მინდა, ის განმეორდეს, რაც შარშან მოხდა“
25.05.2023

პარლამენტში, განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის სხდომაზე კომიტეტთან არსებული სამეცნიერო-საკონსულტაციო საბჭოების შემადგენლობების დაზუსტების შესახებ იმსჯელეს.

როგორც კომიტეტის თავმჯდომარემ, გივი მიქანაძემ აღნიშნა, სკოლამდელი აღზრდის საბჭოს შეუერთდებიან სანიტარული, ეპიდემიოლოგიური და ჰიგიენური სამსახურის სპეციალისტები.

ამ საბჭოში გაწევრიანების უფლება მოითხოვა ასევე პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის პრეზიდენტმა, მაია კობახიძემ, რომელიც კომიტეტმა, კენჭისყრით, ერთხმად მისცა უფლება მისი წევრი გამხდარიყო.  

სკოლამდელ სამეცნიერო-საკონსულტაციო საბჭოში 12 მუნიციპალიტეტის ბაგა-ბაღების სააგენტოს ხელმძღვანელი შეიყვანეს

კომიტეტის თავმჯდომარემ სამეცნიერო-საკონსულტაციო საბჭოების წარმომადგენლებს სთხოვა, აღნიშნული პლატფორმა მიზნებისთვის გამოიყენონ და უმოქმედოდ არ იყვნენ.

„მივესალმები, რაც უფრო მეტი დარგის სპეციალისტი შემოუერთდება სამეცნიერო-საკონსულტაციო საბჭოებს, თუმცა, მინდა გთხოვოთ ამ საბჭოების თავმჯდომარეებს, ყურადღებით იყოთ, რომ იგივე არ განმეორდეს, რაც, მაგალითად, შარშან მოხდა, როდესაც მე ახალგაზრდობის სამუშაო ჯგუფის ხელმძღვანელი გავხდი და აღმოვაჩინე, რომ უდიდეს უმრავლესობას, ვინც იქ იყო წარმოდგენილი, ერთადერთი სურვილი ჰქონდა - სტატუსი ჰქონოდა, რომ ამ საბჭოს წევრი ყოფილიყო და რეალურად, მთელი წლის განმავლობაში ვსვამდი კონკრეტულ შეკითხვას, გთხოვთ, წარმოადგინოთ თქვენი გამოცდილებიდან გამომდინარე, რა კონკრეტული საკანონმდებლო წინადადებები შეიძლება განვიხილოთ იმისთვის, რომ ახალგაზრდობის კუთხით კონკრეტული დამატებითი ნაბიჯები გადაიდგას-მეთქი... ერთი წლის განმავლობაში, როდესაც 30 ორგანიზაციიდან ერთიც კი ვერ წარმოადგენს რაიმე კონკრეტულ წინადადებას, მაშინ, როდესაც ყოველთვიურად გვქონდა შეკრებები... მერე კი, როცა შემოვიდა ინიციატივა, წესდებაში შესულიყო ცვლილება, რათა ამ კონკრეტულ სამუშაო ჯგუფს ჰქონოდა უფლება, მონიტორინგი გაეწია სამინისტროს სამოქმედო გეგმისთვის, იქ უკვე გაცხადებული იყო რეალობა... მარტივად ვუთხარი, რომ მათგან ჩვენ გვჭირდებოდა ინფორმაცია იმ პრობლემების და გამოწვევების შესახებ, რომელიც ჩვენთვის ყოველდღიურად ხილული არ არის და რომელსაც ყოველდღიურად აწყდებოდნენ, იმისთვის, რომ ჩვენ გადაგვედგა კონკრეტული ნაბიჯები საკანონმდებლო და საზედამხედველო ფუნქციის გამოყენების თვალსაზრისით.... მინდა გთხოვოთ, ყურადღებით იყოთ, რადგან არ მინდა, რომ ეს კარგი პლატფორმა მიზნებისთვის არ იყოს გამოყენებული“, - თქვა გივი მიქანაძემ.

იხილეთ ასევე:

ახალი დებულება - სკოლამდელი განათლების საბჭო თვეში ერთხელ განიხილავს შენიშვნებს, მოსაზრებებსა და რეკომენდაციებს

პარლამენტში სკოლამდელი განათლების დარგის ექსპერტებს მოუსმინეს - „რეკომენდაციები სამოქმედო გეგმაში აისახება“

დღის თემა
etaloni.ge
სკოლამდელი განათლება
რჩევები
საბავშვო ბაღი
პერსონა
ბებია-ბაბუები
ხელმარჯვეთა კლუბი