დღის თემა
etaloni.ge
რა საკითხებში ევალება საბავშვო ბაღს მშობლების განათლებისა და ცნობიერების ამაღლება - დეტალები კურიკულუმიდან
30.05.2023

სკოლამდელი აღზრდისა და განათლების დაწესებულების ავტორიზაციის სტანდარტების გზამკვლევის მიხედვით, კურიკულუმი ითვალისწინებს ოჯახთან/თემთან თანამშრომლობას და მათ ჩართულობას. კურიკულუმის ერთ-ერთი მახასიათებელია, თუ რამდენად აღიარებს იგი ოჯახის როლს ბავშვის სწავლისა და განვითარების პროცესში და მასთან და თემთან თანამშრომლობის მნიშვნელობას.

კურიკულუმით გათვალისწინებული უნდა იყოს ისეთი აქტივობები, რომელიც უზრუნველყოფს ოჯახთან და თემთან თანამშრომლობას, მათ ჩართულობას ბაღის ცხოვრებაში და პოზიტიური ურთიერთკავშირების ჩამოყალიბებას.

ეს აქტივობები უნდა უზრუნველყოფდეს:

  • მშობლის სხვადასხვა როლით - მოხალისის, პროფესიონალის, ექსპერტის, დამხმარის - მონაწილეობას. მაგალითად, მასალების შეგროვება, მასალების დამზადება, აქტივობებში მონაწილეობა, ცოდნისა და საქმიანობის გაზიარება, ღონისძიებების ორგანიზება/ჩართულობა და სხვა;
  • მშობლებთან რეგულარულ შეხვედრებსა და მათთან კომუნიკაციას ბაღის ცხოვრებაზე, ბავშვის მიღწევებსა და პროგრესზე;
  • მშობლებისთვის მომსახურების გაცნობას, კერძოდ, ისეთი საკითხების როგორიცაა: კურიკულუმი, საგანმანათლებლო პროცესი და სხვა;
  • მშობლების განათლებას და ცნობიერების ამაღლებას ისეთ საკითხებზე როგორიცაა: ბავშვების უფლებები, ადრეული განათლების მნიშვნელობა და სწავლა, თამაშის მნიშვნელობა, ბავშვზე ძალადობა და სხვა. თემები შერჩეულია დაწესებულებისა და მშობლების მიერ საჭიროებების შესაბამისად;
  • თემის რესურსების გამოყენებას საგანმანათლებლო პროცესში და მათი გამოცდილების გაზიარებას.

ყოველივე ზემოაღნიშნულის პრაქტიკაში განხორციელების ხარისხი რეგულირდება და მოწმდება მესამე სტანდარტით, რომელიც ეხება ოჯახისა და თემის მონაწილეობას.

იხილეთ ასევე:

კურიკულუმის თამაშები - ამ დროს აღმზრდელმა უნდა გააცნოს ბავშვებს დამხმარე საშუალებები და შესაბამისი წესები

საბავშვო ბაღს უნდა ჰყავდეს შერჩეული კურიკულუმის შესაბამის მეთოდოლოგიაში მომზადებული პერსონალი - ახალი დოკუმენტი

დღის თემა
etaloni.ge
სკოლამდელი განათლება
რჩევები
საბავშვო ბაღი
პერსონა
ბებია-ბაბუები
ხელმარჯვეთა კლუბი