დღის თემა
etaloni.ge
კახა კალაძე ყველა ბავშვს გულსაბნევების დასამზადებელ სადგურსა და ფერადი ქაფების შოუზე ეპატიჟება - წარმოდგენები ხვალ გაიმართება
31.05.2023

ხვალ, 1 ივნისს ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე აღინიშნება.

ამ თარიღთან დაკავშირებით თბილისის მერია საბავშვო ღონისძიებების გამართვას საბურთალოზე, საირმის ქუჩაზე მდებარე პარკში გეგმავს და ბავშვებს იქ ეპატიჟება.

პატარები, მშობლებთან და ბებია-ბაბუებთან ერთად, ბავშვთა დაცვის დღეს გასამართ ღონისძიებებზე დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ პირადად დაპატიჟა  - ამის შესახებ მან უფროსებს დღეს, 31 მაისს გამართულ თბილისის მთავრობის სხდომაზე მოუწოდა.

„მერია ამ დღეს ტრადიციულად საბავშვო ღონისძიებებით ეგებება. ამ დღის აღმნიშვნელი ღონისძიება გაიმართება ვასო გოძიაშვილის სახელობის, ე.წ. წითელ ბარში. ღონისძიების ფარგლებში წარმოდგენილი იქნება საბავშვო კონცერტი, თოჯინების თეატრის წარმოდგენა, კოსტუმირებული წარმოდგენები და თითების თეატრი, გაიმართება საბავშვო ლიტერატურის გამოფენა-გაყიდვა, იფუნქციონირებს ხატვისა და ილუსტრაციის კუთხე, ასევე - გულსაბნევების დასამზადებელი სადგური, მეზღაპრის კუთხე, ფოტოზონა, გაიმართება საპნის ბუშტების შოუ, ქიმიური ექსპერიმენტების შოუ, ფერადი ქაფების შოუ, კარნავალი და ა.შ.

მინდა ყველა მშობელს მივმართო, ვისაც სურვილი გექნებათ, თქვენი შვილები, ბებია ბაბუებმა შვილიშვილები წამოიყვანოთ და ისარგებლოთ აღნიშნული ღონისძიებებით, რომელიც საინტერესო იქნება ჩვენი პატარებისთვის, ჩვენი შვილებისთვის. ასე რომ, ხვალ გელოდებით გოძიაშვილის პარკში, სადაც ღონისძიებები 16:00 საათიდან დაიწყება“, - თქვა დედაქალაქის მერმა.

იხილეთ ასევე:

რას იწვევს ბავშვის დასჯა და რა შეუძლია პოზიტიურ დისციპლინას

სანამ ბავშვი პასუხს გაგცემთ, დაითვალეთ გულში 10-მდე - ამ სტრატეგიას დიდი ძალა აქვს

დღის თემა
etaloni.ge
სკოლამდელი განათლება
რჩევები
საბავშვო ბაღი
პერსონა
ბებია-ბაბუები
ხელმარჯვეთა კლუბი