დღის თემა
etaloni.ge
„აღსაზრდელები და აღმზრდელები წლის განმავლობაში შეძენილი ცოდნისა და უნარების გამოყენებით, აქტივობებს მართავენ“ - ბაგა-ბაღების მართვის სააგენტო
09.06.2023

თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელი, გოგი ჩიქოვანი, N27 საბავშვო ბაგა-ბაღში ღია მეთოდურ აქტივობებს დაესწრო.

ბაღის სხვადასხვა ასაკობრივი ჯგუფის აღსაზრდელებმა მრავალფეროვანი თამაშები და მუსიკალური ნომრები წარმოადგინეს. გაიმართა სპორტული აქტივობა - მხიარული სტარტები. მუსიკალური კომპოზიცია შეასრულა საბავშვო ორკესტრმა.

„ბაგა-ბაღის პედაგოგების ჩართულობით მოწვეულ სტუმრებს კომპოზიტორ მეია მეგრელიშვილის ხელმძღვანელობით დადგმული  სპექტაკლი უჩვენეს. ქალბატონი მეია თბილისის საპატიო მოქალაქეა და ის უკვე ათეული წლებია სკოლამდელ სისტემას ემსახურება.

სააღმზრდელო წლის ბოლოს, თბილისის ყველა საბავშვო ბაღში მრავალფეროვანი თემატური და გამოსაშვები ღონისძიებები იმართება. აღსაზრდელები და აღმზრდელები წლის განმავლობაში შეძენილი ცოდნისა და უნარების გამოყენებით, საინტერესო და სახალისო აქტივობებს მართავენ“, - იტყობინება თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების სააგენტო.

იხილეთ ასევე:

როდის გამოცხადდება თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღებში აღსაზრდელთა რეგისტრაცია - კითხვა, რომლის პასუხსაც ათასობით მშობელი ელოდება

რა ევალებათ სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებების სააგენტოებს - საბავშო ბაღებში უნდა მოიზიდოს კვალიფიციური კადრები

დღის თემა
etaloni.ge
სკოლამდელი განათლება
რჩევები
საბავშვო ბაღი
პერსონა
ბებია-ბაბუები
ხელმარჯვეთა კლუბი