დღის თემა
etaloni.ge
„კურიკულუმები თავისუფალ წვდომაშია და მათი გამოყენება საბავშვო ბაღებს შეუძლიათ“ - განათლების სამინისტრო
22.06.2023

„ავტორიზაციის პროცესი უფასოა, რაც მნიშნელოვანი ბენეფიტია, რომელიც შეიძლება კერძო ბაღებმა მიიღონ. მეორე ბენეფიტი კი გახლავთ ის, რომ ეს ბაღები აბსოლუტურად უსასყიდლო მხარდაჭერას იღებენ სახელმწიფოსგან და იღებენ შანსს, რომ ინსტიტუციურად განვითარდნენ და წინ წაიწიონ“, - თქვა განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის სხდომაზე განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის ხელმძღვანელმა, ნინო ხითარიშვლმა.

ადრეული განათლების სპეციალისტმა ასევე ისაუბრა კურიკულუმებზე, რომელთა გამოყენებაც საბავშვო ბაღებს შეუძლიათ.  

„კურიკულუმის ნაწილში ჩვენ შევქმენით ორი შესაძლებლობა სისტემაში. ბაღს შეუძლია, არსებული კურიკულუმი აიღოს, გამოიყენოს და ახალი მატარებლის გამოგონება არ დასჭირდება. ამისთვის უკვე შექმნილია და 2012 წლიდან მოქმედებს ახალი კურიკულუმი, „თამაში“, რომელიც არის როგორც სკოლამდელი, 2-დან 5 წლის ასაკის ჯგუფებისთვის, ასევე, სასკოლო მზაობის - 5-დან 6 წლიანი ჯგუფების ჩათვლით. ანუ ნებისმიერ ბაღს და მათ შორის, კერძო ბაღს, შეუძლია, ეს კურიკულუმი გამოიყენოს, რომელიც თავისუფალ წვდომაშია. აიღოს, პირდაპირ გამოიყენოს და ამით ერთი სტანდარტის ერთი კომპონენტი შეიძლება ითქვას, დაკმაყოფილებული ექნება.

ჩვენ გვინდა, პროგრამების მრავალფეროვნება იყოს ქვეყანაში. ამიტომ, გავხსენით მეორე მიმართულება - შექმნილი კურიკულუმი. ეს არის საერთაშორისო და აპრობირებული, - მაგალითად, მონტესორი, რეჯიო ემილია ან სხვა რომელიმე კურიკულუმი, რომელიც, შეუძლია, აიღოს ბაღმა და გამოიყენოს. ასევე, ბაღს შეუძლია თავად შექმნას - დაჯდეს, დაწეროს და გააკეთოს კურიკულუმი. როგორი უნდა იყოს კურიკულუმის ჩარჩო, ეს უკვე გაკეთებული გვაქვს და უახლოეს მომავალში ყველასთვის  ხელმისაწვდომი იქნება“, - ამბობს ნინო ხითარიშვილი.

მოგეხსენებათ, 2025-2029 წლებში, საბავშვო ბაღებმა, ფუნქციონირების გასაგრძელებლად, ავტორიზაცია უნდა გაიარონ. 2023 წლის ბოლომდე კი თვითშეფასება უნდა მოახდინონ.

იხილეთ ასევე:

რა არის კურიკულუმი და როგორი მოდელები არსებობს საბავშვო ბაღებისთვის

სკოლამდელი განათლების კურიკულუმის 21 ექსპერტი განათლების სამინისტრომ გადაამზადა - „იმსჯელეს კონკრეტული მაგალითებით“

დღის თემა
etaloni.ge
სკოლამდელი განათლება
რჩევები
საბავშვო ბაღი
პერსონა
ბებია-ბაბუები
ხელმარჯვეთა კლუბი