დღის თემა
etaloni.ge
რა უნარებს ავითარებს ბავშვების აღზრდაში მამების ჩართულობა ადრეული ასაკიდან - „თანატოლებში მეტი აღიარებით და პოპულარობით სარგებლობენ“
23.06.2023

ჩვენს დროში, რადიკალურად შეცვლილია მამის როლი ბავშვის აღზრდაში. საქართველოში, მამის ჩართულობის ხარისხი ბავშვის აღზრდა-განვითარებაში მნიშვნელოვნად მატულობის. უფრო და უფრო ხშირად ვხედავთ მამებს შვილებთან ერთად ეზოში, სკვერში, სათამაშო მოედნებზე, დედებთან ერთად კი არა, არამედ მარტოს შვილთან თუ შვილებთან ერთად, - აღნიშნავს კლინიკური ფსიქოლოგი, ფსიქოთერაპევტი ნანა ფიფია.

ფსიქოლოგის ინფორმაციით, არსებობს ბევრი კვლევა, რომელიც ადასტურებს, რომ მამის აქტიური ჩართულობა ბავშვის აღზრდის პროცესში, უდიდეს დადებით გავლენას ახდენს ბავშვის განვითარებაზე. მამას შეუძლია იგივე ხარისხით სითბოს გაცემა, როგორც დედას. კვლევების მიხედვით, ბავშვებს რომელთა აღზრდასა და განვითარებაში მამების ჩართულობა ადრეული ასაკიდანვე იყო მაღალი, მეტად აქვთ განვითარებული:

► თანაგანცდის/ემპათიის უნარი

► საკუთარი ემოციების მართვის უნარი

► სკოლაში აქვთ მაღალი შეფასებები და სწავლის შემდეგ საფეხურებზეც.

► თანატოლებში მეტი აღიარებით და პოპულარობით სარგებლობენ

► მათი სოციალური კომპეტენციები ბევრად მაღალია

► მათი დამოუკიდებლობის ხარისხი მეტად მაღალია, რაც იმას ნიშნავს რომ მათ შესწევთ უნარი დამოუკდიებლად მოაგვარონ პრობლემა

► მეტად ღიად და აქტიურად შეიმეცნებენ სამყაროს

► ახასიათებთ მეტად თამამი გადაწყვეტილები, რაც გარკვეულ, გონივრულ რისკებზე წასვლასაც გულისხმობს.

იხილეთ ასევე:

„არასოდეს ასწავლოთ ბავშვს, როგორ იხატება ესა თუ ის საგანი“ - რეკომენდაციები ბაღის აღმზრდელებსა და მშობლებს

„ვინც საბავშვო ბაღში მუშაობს, ელემენტარული ფსიქოლოგიის საფუძვლები უნდა იცოდეს“ - სკოლამდელი აღზრდის სპეციალისტი

დღის თემა
etaloni.ge
სკოლამდელი განათლება
რჩევები
საბავშვო ბაღი
პერსონა
ბებია-ბაბუები
ხელმარჯვეთა კლუბი