დღის თემა
etaloni.ge
მუსიკის მასწავლებელმა ბაღის აღსაზრდელებისთვის ორიგინალური დეკორაციები დაამზადა - მეორადი მასალით შექმნილი „მუსიკალური ინსტრუმენტები“
26.06.2023

გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ გამარჯვების N1 ბაგა-ბაღის სასკოლო მზაობის ჯგუფი სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებიდან ორიგინალურად გააცილეს.

მუსიკის მასწავლებელმა, თამარ ზედგინიძემ ამ დღისთვის, საკუთარი ხელით, „მუსიკალური ინსტრუმენტები“ შექმნა.

„დასარტყამი ინსტრუმენტები“, „გიტარები“, „ხმის გამაძლიერებელი“, „მიკროფონები“ და სხვა დეტალები მეორადი მასალისგან შეიქმნა. მუსიკის მასწავლებელმა ამისთვის მუყაოს ყუთები, ფერადი ფურცლები, ბამბუკის ჯოხები და სხვა მასალები გამოიყენა.

„სპეციალურად მოწყობილ სცენაზე ბავშვები საოცრად თავისუფლად და ლაღად გრძნობდნენ თავს, ყველა მონაწილეს მოუწია „ინსტრუმენტთან“ ურთიერთობა, ზოგმა „დიჯეობა“ მოინდომა... ულამაზესი სანახაობა იყო“, - გვითხრა ბაღის ფსიქოლოგმა, ნათია მედულაშვილმა.

იხილეთ ფოტოები:

დღის თემა
etaloni.ge
სკოლამდელი განათლება
რჩევები
საბავშვო ბაღი
პერსონა
ბებია-ბაბუები
ხელმარჯვეთა კლუბი