დღის თემა
etaloni.ge
რა შემთხვევაში შეგიძლიათ 6 წელზე მეტი ასაკის ბავშვის სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებაში დარეგისტრირება
06.07.2023

თბილისის საბავშვო ბაღებში აღსაზრდელების დარეგისტრირება ბაღების მართვის სააგენტოს მიერ განსაზღვრულ შესაბამის ელექტრონულ მისამართზეა შესაძლებელი.

თბილისის საჯარო ბაღებში რეგისტრაციის ვადები გამოცხადდა - „ჩაირიცხებიან ის აღსაზრდელები, რომლებსაც 2 წელი 18 სექტემბრამდე შეუსრულდებათ“

ახალი, 2023-2024 სასწავლო-სააღმზრდელო წლისთვის თბილისის სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებებში, სასკოლო მზაობის ჯგუფებში, რეგისტრირდებიან ის ბავშვები, რომელთაც საჯარო სკოლებში მიმდინარე სასწავლო წლის დაწყებისთვის არ შესრულებიათ 6 წელი.

სასწავლო-სააღმზრდელო წლის დასრულების შემდეგ, სკოლამდელი აღზრდისა და განათლების საჯარო დაწესებულების დირექტორი იღებს გადაწყვეტილებას იმ აღსაზრდელების ამორიცხვის შესახებ, რომელთაც ახალი სასწავლო-სააღმზრდელო წლის დაწყებისთვის უსრულდებათ 6 წელი, თუმცა არსებობს გამონაკლისები, რომელსაც თბილისის საკრებულოს სპეციალური დადგენილება არეგულირებს.

აღნიშნულის შესახებ, ჩანაწერი დოკუმენტში ასეა ფორმულირებული:

განსაკუთრებულ შემთხვევებში, თუ ბავშვზე შესაბამისი დაწესებულების მიერ გაცემულია ცნობა/რეკომენდაცია ბავშვის ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო ან/და შემდგომი ასაკობრივი განვითარებისთვის 6 წელზე ზევით სკოლამდელი აღზრდისა და განათლების საჯარო დაწესებულების მომსახურებით სარგებლობის საჭიროების შესახებ, აღსაზრდელის მშობლის მოთხოვნით, სკოლამდელი აღზრდისა და განათლების საჯარო დაწესებულებაში შესაძლებელია დატოვებული იქნას ასეთი საჭიროების (სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე) აღსაზრდელი, სკოლამდელი აღზრდისა და განათლების საჯარო დაწესებულებებში მომავალი სასწავლო-სააღმზრდელო წლის დაწყებამდე ერთი წლით.

იხილეთ ასევე:

როგორ უნდა მოიქცეთ, თუ ბაღში ბავშვის ელექტრონულად დარეგისტრირება ვერ მოახერხეთ

„ქვეყანაში პარადოქსული სურათია - მთავრობა უკეთ ეხმარება მცირე საჭიროების მქონე ბავშვებს, ვიდრე მნიშვნელოვანი საჭიროებისას“

დღის თემა
etaloni.ge
სკოლამდელი განათლება
რჩევები
საბავშვო ბაღი
პერსონა
ბებია-ბაბუები
ხელმარჯვეთა კლუბი