დღის თემა
etaloni.ge
ვის აქვს უფლება, სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებაში ბავშვი რეგისტრაციის ელექტრონული ფორმის შევსების გარეშე ჩაირიცხოს - დადგენილება
25.07.2023

დღეს, 25 ივლისს, თბილისის საჯარო ბაღებში ბავშვთა საყოველთაო რეგისტრაცია ელექტორნულ ფორმატში დაიწყო, თუმცა ქვეყანაში არის ბავშვთა გარკვეული კატეგორია, რომლებსაც სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებებში ჩარიცხვა სხვაგვარადაც შეუძლიათ.

უკრაინელი ბავშვები თბილისის სკოლამდელი აღზრდისა და განათლების საჯარო დაწესებულებებში რეგისტრაციის ელექტრონული ფორმის შევსების გარეშე ირიცხებიან, - აღნიშნულის შესახებ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2023 წლის 30 ივნისს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებაში წერია.

დოკუმენტის მიხედვით, აღნიშნული გადაწყვეტილება ეხება 2022 წლის 1 იანვრიდან საქართველოში შემოსულ 2-დან 6 წლამდე ასაკის უკრაინის მოქალაქე ბავშვებს და ასევე იმ ბავშვების, რომელთაც საჯარო სკოლებში მიმდინარე სასწავლო წლის დაწყების შემდგომ მომავალი სასწავლო წლის დაწყებამდე პერიოდში უსრულდებათ 6 წელი.

უკრაინის მოქალაქეებმა უნდა მიმართონ საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს და წარუდგინონ შესაბამისი დოკუმენტაცია.

„ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, პირი, რომელიც დაბადებულია 16 სექტემბრიდან 1 ნოემბრამდე, უფლებამოსილია, მშობლის გადაწყვეტილებით, ნებაყოფლობით დაიწყოს სწავლა ზოგადი განათლების დაწყებით საფეხურზე. შესაბამისად სკოლამდელი აღზრდისა და განათლების საჯარო დაწესებულების დირექტორი უფლებამოსილია მშობლის/კანონიერი წარმომადგენლის განცხადების საფუძველზე დატოვოს აღსაზრდელი სკოლამდელი აღზრდისა და განათლების საჯარო დაწესებულებაში.

იხილეთ ასევე:

თბილისის საბავშვო ბაღებში საყოველთაო რეგისტრაცია მშობელთა პროტესტის ფონზე დაიწყო

რა შემთხვევაში შეგიძლიათ 6 წელზე მეტი ასაკის ბავშვის სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებაში დარეგისტრირება

დღის თემა
etaloni.ge
სკოლამდელი განათლება
რჩევები
საბავშვო ბაღი
პერსონა
ბებია-ბაბუები
ხელმარჯვეთა კლუბი