დღის თემა
etaloni.ge
იწვევს თუ არა აცრები აუტიზმს - პედიატრი ძმების განმარტება
02.08.2023

„აცრა და აუტიზმი ერთმანეთთან კავშირში არ არის, ამაზე ბევრი კვლევაა ჩატარებული და ეს დანამდვილებით ვიცით“, - ამბობენ პედიატრი ძმები, დავით და კოტე ჩახუნაშვილები და იმ არსებული ორი მითის მიზეზებზე საუბრობენ, რომლითაც აცრას და აუტიზმს ხალხი ერთმანეთთან აკავშირებს:

„ის პერიოდი, როდესაც ხდება აუტიზმის პირველადი ნიშნების მრავლად გამოჩენა და ვაქცინაციის ცხრილი, ბევრ ქვეყანაში, ემთხვეოდა ერთმანეთს და, შესაბამისად, ეს სპეკულაციებიც აქედან წამოვიდა. რეალურად კი, მათ ერთმანეთთან კავშირი არ აქვთ.

საქართველოში კიდევ ერთი მითია ჰემანგიომებზე, რომელსაც აცრებს უკავშირებენ. ჰემანგიომები იზრდება ექვს თვემდე ყვლაზე დიდი სისწრაფით და, შესაბამისად, ექიმების და პაციენტების რაღაც ნაწილმა დააკავშირა, რომ თითქოს ვაქცინა იწვევს მის ზრდას, რაც არანაირ კავშირში არ არის ვაქცინაციასთან“.

პედიატრი ძმები მშობლებს სთავაზობენ, ერთად გააკეთონ ცხრილი, სადაც ჩამოწერილი იქნება ვაქცინაციის გვერდითი ეფექტები, დაავადებები, რომლებსაც ვაქცინაცია გვარიდებს თავიდან, მათი გვერდითი ეფექტები, მათი სიხშირეები და ამ ცხრილის გაცნობის შემდეგ მიიღონ მშობლებმა ინფორმიებული გადაწყვეტილება - გაუკეთებენ თუ არა შვილებს აცრებს.

იხილეთ ასევე:

აუტიზმის ნიშნები 6 თვის ასაკიდან - რაზე ითხოვენ პედიატრი ძმები ყურადღების გამახვილებას

რა ხდება ბავშვის ორგანიზმში, თუ ნაყინს რეგულარულად იღებს - ექიმის რჩევა

დღის თემა
etaloni.ge
სკოლამდელი განათლება
რჩევები
საბავშვო ბაღი
პერსონა
ბებია-ბაბუები
ხელმარჯვეთა კლუბი